ფემინსტრიმი

ფემინსტრიმი

Photo: ქალთა ფონდი საქართველოში. All rights reserved.

ავტორი

ლესბოსური ფემინიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი, ალბათ, მაინც სეპარატიზმია, რომელშიც კაცებისა და პატრიარქალური ინსტიტუციებისგან ემოციური, სოციალური, სექსუალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გამოყოფა მოიაზრება.

ავტორი

სილამაზის ფანტომი სწორედ იმიტომ არის მოუხელთებელი, რომ იგი ვერასოდეს იქნება რეალური. ზუსტადაც რომ ამ ფანტომური ოცნების მიზანდასახულად აღსრულებაზეა დამოკიდებული ქალის მიერ საკუთარი „წინსვლასა და ღირსებაში“ მუდმივი „ინვესტიცია“− ფანტომის დევნის მუდმივი სურვილი.

ავტორი

სტატია შეეხება „განსხვავებულობას“, ერთი შეხედვით მარტივ საკითხს, თუმცა სწორედ „განსხვავებულობაა“ ის, რის შესახებაც ძალიან ხშირად და  ბევრს კამათობენ.

როგორ არის წარმოდგენილი ქალი კინოში? როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი კინემატოგრაფმა მითების შექმნას, როგორ შეიძლება დაამკვიდროს სტერეოტიპები ან დაანგრიოს? სტუმრები: სალომე ცოფურაშვილი და სალომე საღარაძე.

რატომ დაიწყო ქალების ჩაგვრა და დღეს რა ფორმით გრძელდება? არის თუ არა შანსი, რომ ოდესმე შეჩერდეს და რისი გააზრებაა ამისთვის საჭირო? სტუმრები: ანა რეხვიაშვილი და ლარისა (ლალუ) პატარაია.

როდის, რატომ და როგორ შეიქმნა ფემინისტების მიმართ არსებული სტერეოტიპები? ვის და რატომ აშინებს სიტყვა „ფემინისტი“? სტუმრები: ალა პარუნოვა და ნინო გამისონია.

როდის და რა ფორმით ერთვებიან კაცები თანასწორობისთვის ბრძოლის აქტივიზმში? რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ საქართველოში? სტუმარი: გიორგი ურჩუხიშვილი და სოფო ტაბატაძე.

გადაცემაში ვისაუბრეთ კლასიკურ თუ თანამედროვე ზღაპრებზე, რომლებიც სტერეოტიპებს ქმნიან და ამკვიდრებენ. სტუმრები: სალომე ბენიძე და მაიკო ჩიტაია.

როგორია ქალის ბედი ბუნებრივი კატასტროფების დროს? ქალები და ბავშვები საგანგებო სიტუაციებში ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. სტუმრები: თამარ ბაგრატია და თამარ მეარაყიშვილი.

დღეს ხშირად საუბრობენ რომ არსებობს არა ფემინიზმი არამედ ფემინიზმები. რა პრინციპული მსგავსებები და განსხვავებებია ფემინისტურ მიმდინარეობებს შორის? სტუმარი: თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი.

სექსუალური შევიწროება ტაბუდადებული თემაა, თუმცა არაერთ ქალს განუცდია ამგვარი რამ. როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი და იცის თუ არა მან თავისი უფლებები? სტუმრები: ლიკა ჯალაღანია და ლელა ცისკარიშვილი.

ქალის სხეული ხშირად აღიქმება ქვეყნის ეროვნულ საგანძურად. ამიტომ, ომის დროს სიმბოლურად ქალის სხეულიც საომარ ტერიტორიად იქცევა. სტუმრები: ლია მუხაშავრია და ნინო ნანიტაშვილი.

არსებობს თუ არა ფემინისტური არტი და რით არის საინტერესო? სტუმრები: ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნე. "ქალის ამბავი" შეეხებოდა არტ ჯგუფ "New Collective"-ს.

რას გულისხმობს სქესებს შორის განსხვავება? სქესი, როგორც ბიოლოგიური კატეგორია, და გენდერი - როგორც სოციალური კატეგორია. სტუმრები: ნონა სამხარაძე და მარიამ თოფჩიშვილი.

რა შედეგები მოუტანა ინდუსტრიალიზაციამ ქალებს? როგორი იყო ეს პროცესები საბჭოთა ეპოქაში და გამოდგება თუ არა საბჭოთა ქალი ფსევდო-ემანსიპაციის მაგალითად? სტუმრები: ქეთა ჩხეიძე და ნარგიზა არჯევანიძე.

აბორტზე საუბარი მრავალი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მიმდინარე გადაცემაში ერთი - სამართლებრივი ასპექტია განხილული. სტუმრები: თამარ დეკანოსიძე და თათა ურუშაძე. 

გადაცემაში საუბარია რელიგიის მიერ ქალისათვის დაწესებულ ნორმებზე. რამდენად ახლოს ან შორს არის რელიგია ფემინიზმთან და არის თუ არა ფემინისტური რელიგია ოქსიმორონი? სტუმარი: რუსუდან გოცირიძე.

ვინ იყვნენ ქართველი ფემინისტები, ვინც ქართულ საზოგადოებაში წამოიწყო დისკუსია "ქალთა საკითხის" შესახებ? სტუმრები: ისტორიკოსი ლელა ხომერიკი და სამოქალაქო აქტივისტი ნანა ბაგალიშვილი.

რატომ არის პრობლემა ადრეულ ასაკში ქორწინება? რამდენად ხშირია ამგვარი შემთხვევები? რა იწვევს ან რა მოსდევს ამ ამბავს? სტუმრები: ეკა სხილაძე და თამთა კახაბერიძე.

რას ნიშნავს „ქალის განსხვავებული გამოცდილება“, როგორ ხდებოდა საუკუნეების მანძილზე ქალის ხმის ხან იგნორირება, ხან კი ჩახშობა? სტუმრები: თამარ ონოფრიენკო და ლია ლიქოკელი. 

რა არის „მიგრაციის ფემინიზაცია“ და რა მოაქვს მას ქალებისთვის? რამდენად თავისუფლები არიან ქალები თავიანთ არჩევანში შრომითი მიგრაციის დროს? სტუმრები: სალომე დოლიძე და ანა გამისონია.

ქალის სილამაზის სტანდარტები, როგორც წნეხი. სტუმრები: თამარ ცხადაძე და ლია უკლება.

რა პრობლემებს აწყდებიან ლბტ ქალები საქართველოში და რატომ არის მათი მონაწილეობა ფემინისტურ მოძრაობაში აუცილებელი? სტუმრები: ეკა აღდგომელაშვილი და ლია ჯაყელი.

რატომ მიუძღვნეს ქალებმა წლევანდელი 8 მარტი პოლიტიკაში მონაწილეობის პრობლემას? ქალების მარში და მოთხოვნა „მეტი ქალი პარლამენტში“. სტუმრები: დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე.

რა არის 8 მარტი? პოლიტიკური მნიშვნელობის და უფლებებისათვის ბრძოლის დღე, თუ ქალებისთვის ყვავილებით და სუნამოთი გამოხატული ფსევდო-პატივისცემის დღე? სტუმრები: თეო ხატიაშვილი და თინა მახათაძე.

ქალის მარგინალიზაცია ქართულ საზოგადოებაში. მარგინალიზაციის მიზეზები და ის, თუ რა მოჰყვება ამას. სტუმრები: ნანა ბერეკაშვილი და მარიამ თედლიაშვილი.

ვისი პასუხისმგებლობაა სტერეოტიპების შექმნა ან დამსხვრევა? გენდერული მგრძნობელობა და სექსიზმი ქართულ რეალობაში? სტუმრები: თამარ კინწურაშვილი და ირა ჭელიძე.

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც 1913 წელს ვაშინგტონის ქუჩებში ქალების მსვლელობა გაიმართა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვდნენ? სტუმრები: თამარ საბედაშვილი და ლელა გაფრინდაშვილი.

პროექტის შესახებ

ქალთა ფონდმა საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა რადიოგადაცემის ფემინსტრიმი ციკლი. პროექტი ხორციელდებოდა რადიო თავისუფლებასთან და ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით.

ფემინსტრიმი რადიო თავისუფლების ეთერში (FM 107.4) გენდერული ამბების პროგრამის ფარგლებში ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათზე გადიოდა (2015 წლის თებერვალი-ივლისი). განმეორებით ფემინსტრიმის მოსმენა შესაძლებელი იყო ყოველ შაბათს 13:00 საათზე რადიო თავისუფლების ეთერში. ასევე ყოველ ოთხშაბათს 21:00 საათზე და ხუთშაბათს 10:00 საათზე "ფემინსტრიმის" ჩანაწერი გადიოდა ArtArea-ს ეთერში.

რადიო გადაცემის ფორმატი:
დღის დიალოგი – ქალთა უფლებრივი მდგომარეობის აქტუალური საკითხები, განხილული ფემინისტური თეორიების ჭრილში;
ფემინისტური მუსიკა – ინფორმაცია ფემინისტური ჯგუფებისა და შემსრულებლების შესახებ, ფემინისტების საკულტო სიმღერების პრეზენტაცია;
ქალის ამბავი – ქალთა დაკარგული წვლილი და ისტორიები.