ფერმერი გოგო დარჩელიდან

მარიკა კოდუა  26 წლის ახალგაზრდა ფერმერია. ის სოფელ დარჩელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, ბავშობიდან  ძალიან უყვარს  თავისი საქმე და სწორედ ამ საქმის სიყვარული აძლევს ძალას, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიოს, რომ თითქოს, ქალს არ შეუძლია იყოს კარგი ფერმერი, ქალს არ უხდება ტრაქტორის მართვა და რომ ქალს მხოლოდ სამზარეულოში  ფუსფუსი ევალება.

„რთულია საქართველოში ფერმერობა. ჩვენ ოდითგანვე მამა-პაპიდან მოგვდევს ის, რომ სახლისთვის საკმარისი  საკვები და სურსათი უნდა გვეწარმოებინა და ადამიანები ამას  ეძახდნენ სოფლის მეურნეობას, მაგრამ ფერმერობას მე უფრო ბიზნესის ჭრილში განვიხილავ.   

ჩემთვის, როგორც ქალისთვის, საკმაოდ რთულია, ვიყო დღეს სოფელში და ვეწეოდე ამ საქმიანობას, რადგან სხვადასხვა დიფერენცირებული სოფლის მეურნეობა მაქვს და სხვადასხვა დარგში სხვადასხვა პრობლემა.

პრობლემა კი კადრების ნაკლებობა, თანამედროვე მიდგომები, ცოდნა და ტექნიკის გამოყენებაა. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია ახალი ინოვაციების შემოტანა, ინოვაციებს კი პროფესიონალი კადრები სჭირდება, მე ნაბიჯ-ნაბიჯ  ვცდილობ, ჩემს საქმიანობას სიახლეები შევმატო. რადგან კადრები  არ მყავს, ყველაფრის  მარტო კეთება მიწევს, რაც ძალიან რთულია. ორმაგად რთულდება, როცა ეს  გარშემომყოფების ქილიკის საბაბი ხდება. 

ფერმერი გოგო დარჩელიდან ► მარი შარანგიას პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream

video-thumbnailWatch on YouTube