ამ ბლოგით გთავაზობთ წამოვიწყოთ ფემინისტური დისკუსია დედობის, როგორც გამოცდილებისა და როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე. ბლოგის მიზანია ‘დედობის’ ცნების კრიტიკული გადააზრება დედების გამოცდილებასა და ფემინისტების ხედვაზე დაფუძნებით. 

პროექტის ავტორი: გენდერის მკვლევარი და ფემინისტი, თამთა თათარაშვილი.

პროექტის ფარგლებში დადგეგმილია შემდეგი აქტივობები:
 ○ დედობის ცნების ანალიზი ფემინისტური თეორიების მიხედვით, ლიტერატურის მიმოხილვა;
 ○ ქართველ დედებთან 15 ზეპირი ისტორიის ჩაწერა და გაანალიზება;
 ○ საქართველოს რეგიონებში საჯარო დებატების ორგანიზება.