რუბრიკა: რატომ არ მეშინია ფემინიზმის?

საინტერესოა, ვინ და რატომ არის ფემინისტი? რატომ იზიარებენ ქალები და კაცები ფემინისტურ იდეებს დღეს, როდესაც მე-19-ე საუკუნეში დაწყებული ემანსიპატორული ბრძოლის გარკვეული შედეგები თითქოსდა უკვე მიღწეულია? რუბრიკაში „რატომ არ მეშინია ფემინიზმის?“ გთავაზობთ განსხვავებული გამოცდილებისა და პროფესიის ადამიანების პოზიციას იმის შესახებ, თუ რა პირადი მოტივაცია ან ცოდნა შეიძლება იდგეს თითოეული ფემინისტის უკან.