პროექტი: იკითხე პოლიტიკა

ავტორი

საკონსტიტუციო ცვლილებების მოდელის განხილვისას თითქმის არ დასმულა ქალთა საკითხები. მემკვიდრეობის, შრომის, განათლების, საჯარო თანამდებობის დაკავების და სხვა საკითხები კონსტიტუციის მეორე მუხლში განხილულია ზოგად ჭრილში და ის დისკრიმინაციული გარემო, რომელშიც ათასობით ქალს უწევს საქართველოში დღეს ცხოვრება, სრულიად იგნორირებულია.

ავტორი

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში აჩვენა, რომ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა უმეტეს შემთხვევებში მაინც ფორმალური ხასიათისაა.

ავტორი

არჩევნების შემდგომი მოვლენები თავისი არსით არის შინაარსის, მნიშვნელობის კრიზისი ქართულ პოლიტიკურ პროცესში.

ავტორი

 “მე ვიყავი კანდიდატი მაღალმთიან აჭარაში, სადაც პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ არ წავსულიყავი შეხვედრებზე შარვლით."

ავტორი

 “მე მგონია, რომ ძალიან ბევრი კაცი პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს კვოტირებას - ისინი თავიანთ ადგილს უფრთხილდებიან." 

ავტორი

ყველაზე დაუცველთათვის კარგ შემთხვევაში არაფერი არ იცვლება, ცუდ შემთხვევაში კი გარემო უფრო მტრული ხდება. 

ავტორი

საკუთრების უფლება არაპროპორციულად ეხება ქალებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს. ეს არის მამაკაცური პრივილეგია და მასზე მიმართული პოლიტიკის განხორციელებისას გენდერული ასპექტის გამორიცხვა ქალებისთვის უკიდურესად საზიანო შეიძლება იყოს.

ავტორი

იმის გათვალისწინებით, რომ მთელ პროგრამაში ქალის როლი მხოლოდ დიასახლისი-დედის სტატუსით არის განსაზღვრული, ვფიქრობთ, რომ სწორედ ქალების თავისუფლებას ემუქრება ყველაზე მეტად „თავისუფლების“ კონცეპტის საზოგადოებრივ ინტერესებთან დაკავშირება და მისაღებ შეზღუდვებზე აქცენტირება.

ავტორი

“არსებობენ პროგრესული ძალები მართლმადიდებლურ ეკლესიაში და მათი დახმარებით შესაძლოა მეტი თავშესაფარი გაიხსნას ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის". 

ავტორი

‘თავისუფალი დემოკრატების’ პოლიტიკური იდეოლოგია თავად პარტიის მიერ გაცხადებული არ არის და მისი ამოკითხვა შეუძლებელია იმ ეკონომიკური და სოციალური განცხადებებიდან რომელსაც პარტია აკეთებს მათი წინააღმდეგობრივი ბუნების გამო.

ავტორი

თითქმის გამორიცხულია, ქალმა პოლიტიკოსმა მოიპოვოს საჭირო ფინანსები. მაგალითად, გვირჩევენ ხოლმე, გააკეთეთ პიკნიკი, მარათონი, გამოიყენეთ მოხალისეები. ეს ყველაფერი აქ არ მუშაობს, აქ სხვა წესები ფუნქციონირებს, რომელიც ქალისთვის არაკომფორტულია.

ავტორი

ქალთა უფლებების თვალსაზრისით, რესპუბლიკურ პარტიას ყველაზე ფემინისტური პროგრამა აქვს, რომელშიც გაანალიზებულია ქალთა საკითხები. პარტია ქალებს, ხანდაზმულებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ლგბტ პირებთან ერთად მოწყვლად სოციალურ ჯგუფად აღიარებს. 

ავტორი

ირინა ფრუიძე: “მე არ ვფიქრობ, რომ კანონმდებლობის დონიდან მოდის პრობლემები. უმეტესად პრობლემები მოდის ცნობიერებიდან და ამ მიმართულებით ძალიან  ბევრი გვაქვს გასაკეთებელი”.

ავტორი

ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით პარტია 'ქართული ოცნება' 12%-იანი მაჩვენებლით ბოლო ადგილზეა ყველა იმ პარტიას თუ ბლოკს შორის, რომელმაც 2016 წლის საპარლამეტო არჩევნებისათვის უკვე წარადგინა პროგრამა და რომელთა ანალიზსაც ‘იკითხე პოლიტიკა’ აკეთებს.

ავტორი

 “არ მომწონს, როცა პარტიები ყოფენ თემებს იმის მიხედვით, რაზე შეიძლება ილაპარაკოს ქალმა და რაზე კაცმა," მანანა ნაჭყებია. 

ავტორი

[ქალების] ‘განსხვავებულ სქესად’ სახელდება სიმპტომურია, რაც გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, რომ ისინი მართლაც ‘განსხვავებულ სქესს’ წარმოადგენენ ‘ძირითადად’ მასკულინურ, პოლიტიკურ სისტემაში. 

ავტორი

ელენე ხოშტარია: "ბუნებრივია,  ქალების დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგი ვარ.  ასევე, კონკრეტულად საქართველოს პირობებში, წინააღმდეგი ვარ იმ ბარიერების, რაც არსებობს ქალებისთვის სრული თვითრეალიზაციისთვის და თავისუფლებისთვის". 

ავტორი

იდეოლოგიურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამა მკაცრად მემარჯვენე ლიბერალურია და სტრუქტურულად სხვა პროგრამებისაგან დიდად არ განსხვავდება. არსებული პროგრამებიდან ერთ-ერთია, რომელიც ქალთა საკითხებს ცალკე ქვეთავად გამოჰყოფს, თუმცა ბავშვთა უფლებებთან ერთად. 

ავტორი

პოლიტიკა არ არის მარტო ის, რაც ხდება პარლამენტში, მინისტრთა კაბინეტებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პოლიტიკურია ყველა აქტი, რომელიც ნებას გამოხატავს გარდაქმნისათვის. პოლიტიკურია ყოველდღიური გადაწყვეტილებები საოჯახო შრომის განაწილების შესახებ, ზრუნვის განაწილების შესახებ, ემოციური შრომის შესახებ. 

ავტორი

პოლიტიკოსები ქალებთან პირდაპირ დიალოგს ერიდებიან. ისინი არ საუბრობენ ქალების პრობლემებზე და მათ მიერ ჩამოყალიბებული ნარატივი ქალს, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს მთლიანად გამორიცხავს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური კითხვის მეთოდად ფემინისტური კითხვა ავარჩიეთ.

"იკითხე პოლიტიკა" ორი ქალის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში პოლიტიკური კითხვის კულტურის ამაღლებას და ხელშეწყობას, ან უბრალოდ იმის თქმას, რომ პოლიტიკური კითხვა არ არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტების გაცნობა, არამედ ტექსტის პოლიტიკური ანალიზი და კრიტიკაა.

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს:

  • წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების პროგრამების კვლევას;
  • არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრას;
  • კვლევისა და შეხვედრების შედეგების ბლოგზე გამოქვეყნებას.

ინიციატივა სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა, მაგრამ არსებობას მომავალშიც გააგრძელებს, როგორც სხვადასხვა ტენდენციების, დღის წესრიგისა თუ პოლიტიკის დოკუმენტის ფემინისტური კომენტატორი.