თამარ თანდაშვილი

თამარი სხვადასხვა დროს მუშაობდა  ფსიქოლოგ კონსულტანტად ლგბტ და ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებში. ის ასწავლის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში. თამარის სამეცნიერო კვლევა და ფსიქოთერაპიული პრაქტიკა მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს: კულტურის კომპონენტების მონაწილეობა პიროვნების სტრუქტურის ჩამოყალიბებაში; კულტურული ინსტიტუტებისა და პიროვნების ავტონომიის ურთიერთმიმართება ქართულ სოციუმში; პიროვნების მოზაიკური დანაწევრების ხელშეწყობა, როგორც  გენდერული ნიშნით ჩაგვრის უხილავი კულტურული პრაქტიკა.