ეკა წერეთელი
პროექტების მენეჯერი

ეკას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. მიღებული აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო სერტიფიკატი პროექტების მართვაში. ეკა არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთშორისო ვიზიტორების ლიდერობის პროგრამის (International Visitor Leadership Program - IVLP) კურსდამთვრებული. 2000 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG). იყო თანაორგანიზატორი/სამუშაო ჯგუფის წევრი მთელი რიგი პროექტებისა, რომლებიც მიმართული იყო ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე.