დაკო ბახტურიძე
გენდერის მკვლევარი

ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომიკური სტატისტიკა (2004-2008, თსუ). გენდერის კვლევების მაგისტრი (2009-2011, თსუ). ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ მუშაობდა ეკონომიკის და ბიზნესის საინფორმაციო სააგენტოში ჟურნალისტად. სხვადასხვა წლებში მუშაობდა არასამთავრობო სექტორში მედია მონიტორინგის და ადამიანის უფლებების მიმართულებით. ასევე ჩართული იყო სხვადასხვა კვლევით პროექტში გენდერული თემატიკის მიმართულებით.  2014 წლიდან მუშაობს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე. დაკო მონაწილეობდა პროექტში „ფემინსტრიმი“ და იყო რადიო-გადაცემის თანაწამყვანი „რადიო თავისუფლებაში“. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად დაკო ფემინისტი აქტივისტია, იყო „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“-ს წევრი და ჩართულია ქალთა მოძრაობაში.