ბაია პატარაია

განათლება: იურისტი

თანამდებობა: ა.ი.პ. კავშირი “საფარის” დირექტორი

კვლევის ინტერესები: ანტიდისკრიმინაციული სამართალი; ქალთა უფლებები; უმცირესობათა სამართალი; ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები; სამოქალაქო საზოგადოების სამართალი

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

ბიოგრაფია: ბაია პატარაია არის საერთაშორისო საჯარო სამართლის დოქტორანტი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში (2014 წლიდან). აქვს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (2006) და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2004). 2009-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე. 2008 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას როგორც მიწვეული ლექტორი, მათ შორის: თსუ, თავისუფალი უნივერსიტეტი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი. არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი. 2012 წლიდან ჩართულია ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის აქტივიზმში; არის ქალთა მოძრაობის წევრი. ამჟამად ბაია პატარაია ხელმძღვანელობს კავშირ “საფარს” და თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებების და ქალთა უფლებების ექსპერტად.