ალა პარუნოვა
გენდერის მკვლევარი

ალა პარუნოვა ფემინისტი აქტივისტია. მას 2015 წელს მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი გენდერის კვლევის სპეციალობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ. 2015 წლის იანვრიდან ის „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების“ წევრი გახდა, რის შემდეგადაც აქტიურად ჩაერთო მწვანე პოლიტიკის, ფემინისტურ და ქვიარ აქტივიზმში. 2011 წელს მას ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით.

მისი მთავარი საკვლევი ინტერესებია გენდერის, სექსუალობისა და კლასის ურთიერთკვეთა და ის ძალაუფლებრივი ურთიერთობები, რომელიც ამ და სხვა კატეგორიებთანაა დაკავშირებული. ის ასევე, დაინტერესებულია საბჭოთა წარსულითა და მისი ზეგავლენით პოსტ-საბჭოთა ქვეყნების განვითარებაზე. მისი სამაგისტრო ნაშრომი - “მორჩილი სხეულები“, ანუ საბჭოთა დისკურსი სექსუალობაზე სექსუალობის იმ დომინანატურ დისკურსებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ბრეჟნევის ეპოქის საბჭოთა კავშირისთვის იყო დამახასიათებელი.