South Caucasus Regional Office

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო

შოვი, რაჭა, საქართველო —

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების განვითარების საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

დღეისათვის ფონდი რეგიონის ახალგაზრდა მეცნიერებს სთავაზობს კვლევით სტიპენდიებს უახლესი ისტორიის, პოლიტილოგიის, სოციოლოგიისა და ურბანისტიკის სფეროში და მათთან ერთად ავითარებს საგანმანათლებლო პროექტებს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგს მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მიზნით. ფონდის სტამბოლის ბიუროსთან ერთად ის ორგანიზებას უკეთებს თურქულ-სომხური შეხვედრების სერიას.

დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფონდი ავითარებს ინიციატივებს ქალთა და სექსუალური უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური გაძლიერების მიზნით; აგრეთვე, რეგულარულად ატარებს საჯარო დისკუსიებს ქართული პოლიტიკის ცენტრალური საკითხების შესახებ საკუთარ ოფისში და ასევე რეგიონებშიც. 2009 წლიდან ფონდის სამუშაო პრიორიტეტებს დაემატა საბჭოთა ისტორიის გააზრებისა და ტოტალიტარული წარსულის საკითხებიც.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის განსაკუთრებული მიზანია, შექმნას იმპულსები სამხრეთ კავკასიის მიმართ ევროკავშირის აქტიური და თანმიმდევრული პოლიტიკისათვის. ბერლინსა და ბრიუსელში, ისევე როგორც ბაქოში, ერევანსა და თბილისში, ფონდი რეგულარულად ატარებს კონფერენციებსა და თემატურ საუბრებს, რათა განიხილოს ერთიანი ევროპული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის როლი რეგიონში არესბული კონფლიქტების მიმართ; აგრეთვე მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ჩართვას ევროკავშირის გაფართოებული ევროპის კონცეფციაში.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შესახებ

დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვა, გლობალური ეკოსისტემის დაცვა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა,  კრიზისულ რეგიონებში კონფლიქტის პრევენცია და მშვიდობიანი ტრანსფორმაცია, და ადამიანების პიროვნული თავისუფლების დაცვა - ეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ღონისძიებებისა და იდეების მასაზრდოებელი მიზნებია.

Subscribe to RSSგამოწერა RSS Feed