Women's Museum

ქალთა მუზეუმი

ანეტა დადეშქელიანი

1872-1922/ პოეტი/ქველმოქმედი. ანეტა დადეშქელიანი წერდა ლექსებს და აქვეყნებდა იმდროინდელ პრესაში. ჩართული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საქმიანობის მუშაობაში, მონაწილეობდა მათ ღონისძიებებში.

ავტორი როზეტა გუჯეჯიანი, ქეთევან ხუციშვილი

იულია მლოკოსევიჩი

1838-19?? / ბიოლოგი / ნატურალისტი. იულია მლოკოსევიჩი  დაიბადა 1872 წელს ლაგოდეხში,  ცნობილი ნატურალისტის – ლუდვიგ მლოკოსევიჩის ოჯახში. დიდია მისი წვლილი ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსებაში.  

ავტორი ევა ლომთაძე

მელანია ვოლ-ლევიცკა

1885-1937/ოპერის მომღერალი. იგი ძალიან მალე ინტეგრირდა ქართულ საზოგადოებაში. მაშინდელი პერიოდული გამოცემებიდან ირკვევა, რომ აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

ავტორი მაკა ხუციშვილი

ზემფირა იოლჩევა

იმ წლებში, როცა ზემფირა იოლჩევა პირველ ნაბიჯებს დგამდა მედიცინაში, ქალი ქირურგები საერთოდ არ ჰყავდათ ეთნიკური უმცირესობის წარმოდგენელებს. ამიტომ ზემფირას სურვილი, გამხდარიყო ქირურგი, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი იყო. 

ავტორი მაია ფელიშვილი

ეფროსინე /ეფრო/ ყიფიანი-კლდიაშვილი

1839-1913 მსახიობი/ქველმოქმედი. ეფრო კლდიაშვილი ქუთაისის თეატრის სცენაზე 1871-1888 წლებში გამოდიოდა, სადაც  მან არაერთი როლი ითამაშა. ეფრო კლდიაშვილის  სახელთანაა დაკავშირებული სოფელ სიმონეთში პირველი  ბიბლიოთეკისა და ოთხწლიანი სასწავლებლის გახსნაც. 

ავტორი ქეთევან მამუკელაშვილი

თამარ აბაკელია

1905-1953 / მოქანდაკე, მხატვარი. ახალგაზრდა თამარმა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მალევე მიიქცია იაკობ ნიკოლაძის ყურადღება, რომელმაც თავის სახელოსნოში, ქანდაკების შესასწავლად წაიყვანა.

ავტორი თამთა მელაშვილი

ნინო აბაშიძე-ორბელიანი

1838-1919 / პოეტი, მსახიობი. რთული და ტრაგიკული ყმაწვილქალობის შემდეგ, უკვე 1860-იანი წლებიდან ნინოს ლექსები ბევრგან იბეჭდებოდა.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

ელენე ახვლედიანი

1901-1975 / მხატვარი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1922 წელს კი ქართველ მხატვართა ჯგუფთან ერთად სასწავლებლად საზღვარგერეთ გაემგზავრა.

ავტორი თამთა მელაშვილი

ვერა ბარდაველიძე

1899-1970 / მეცნიერი. ცნობილი მეცნიერი, საქართველოში ეთნოგრაფიის, როგორც სამეცნიერო დარგის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ნოვატორი.

ავტორი ეკა აღდგომელაშვილი

ნატო გაბუნია

1859-1910 / მსახიობი. სამსახიობო კარიერა 16 წლის ასაკიდან გორში დაიწყო, მალევე მოიპოვა პოპულარობა თბილისშიც, 1879 წლიდან კი მუდმივმოქმედი დასის წევრი გახდა.

ავტორი შორენა გაბუნია

განდეგილი /დომინიკა ერისთავი/

1864-1929 / მწერალი, მთარგმნელი და ჟურნალისტი. დომინიკა განდეგილი იყო პირველი კორექტორი ქალი. ეძახდნენ ქართველ ჟორჟ სანდს.

ავტორი ეკა წერეთელი

მარიამ გარიყული

1883-1960 / მწერალი, მსახიობი. ახალგაზრდობიდანვე საფუძვლიანად ეუფლებოდა მშობლიურ და რუსულ ლიტერატურას, ჩაბმული იყო საზოგადოებრივ აქტივობაში. ესწრებოდა  ფარულ შეკრებებს.

ავტორი ეკატერინე ფირცხალავა

დესპინე გელოვანი-ბანოვანი

1880-1934 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დესპინე გელოვანის (ლიტერატურული ფსევდონიმი - ბანოვანი) მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები იბეჭდებოდა 1898 წლიდან სხვადასხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.

ავტორი ეკატერინე ფირცხალავა

საფო გიგინეიშვილი-მგელაძე

1894-1936 / მწერალი. საფო ქართული პრესის ფურცლებზე თავის პირველ პუბლიკაციებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით: “გურული ქალი”, “ეწერელი ქალი”, “მუშა ქალი”, “სანი”.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

მარიამ დადიანი-ანჩაბაძე

1870-1959 / საზოგადო მოღვაწე. ხელმძღვანელობდა ქართული პერიოდიკის გავრცელებას და სამკითხველოების დაარსებას, რაც საბოლოოდ სოხუმში წერა-კითხვის გამავრცე­ლებელი საზოგადოების სოხუმის ფილიალის გახსნით დაგვირგვინდა.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

ელენე დარიანი-ბაქრაძე

1897-1979 / პოეტი. ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია  ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის  14 ლექსი, რომელიც “დარიანული ციკლის” სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული.

ავტორი თამთა მელაშვილი

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია

1868-1951 / მწერალი. დაიბადა გორში, არისტოკრატთა ოჯახში. მუშაობდა მასწავლებლად მშობლიურ ქალაქში, სადაც გლეხების ბავშვებისათვის უფასო სკოლა დააარსა, ხოლო მოგვიანებით - ქალთა ორგანიზაცია “მანდილოსანი”.

ავტორი ეკატერინე ფირცხალავა

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე

1833-1895 / მწერალი. 90-იან წლებში “ქალთა საკითხის” გარშემო გამართულ პოლემიკას ბარბარემ სპეციალური წერილი “ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ” მიუძღვნა, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა ქართული ფემინიზმის მანიფესტად.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

ნატო ვაჩნაძე

1904-1953 / კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, რუსეთის დამსახურებული არტისტი, პირველი ქართველი კინოვარსკვლავი.

ავტორი თამთა თათარაშვილი

თინათინ ვირსალაძე

1907-1985 / ხელოვნებათმცოდნე. ქართული მონუმენტური მხატვრობის მკვლევარი. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ავტორი თამთა თათარაშვილი

ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილი

1851-1938 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე. 1868 წლიდან ეკატერინე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას: ხსნის სამრევლო სკოლებს და ცდილობს, თვითგანვითარების გზით დროებას არ ჩამორჩეს.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

ტატა /ტატიანა/ თვალჭრელიძე

1940-1992 / კინომცოდნე. თამაზ ქვარიანთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოფაკულტეტი ჩამოაყალიბა.

ავტორი თამთა თათარაშვილი

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი

1849-1932 / საზოგადო მოღვაწე, მწერალი. თანამოაზრეებთან ერთად დაუღალავად იღვწოდა პედაგოგთა გადამზადებისა და გოგონათა განათლების გასაუმჯობესებლად.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

ანა კალანდაძე

1924-2008 / პოეტი. 1946 წელს წარმატება მოჰყვა მის პირველსავე პოეტურ პუბლიკაციას გაზეთში “ლიტერატურა და ხელოვნება”.

ავტორი თამარ თათა ცოფურაშვილი

კლარა კვეესი

1903-1990 / მხატვარი. დაიბადა თბილისში, ლატვიური წარმოშობის ოჯახში. 1921 წლიდან სწავლობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც მოგვიანებით "მოდერნისტული ხელოვნებით გატაცების" ბრალდებით გარიცხეს.

ავტორი ქრისტინე დარჩია

ემა ლალაევა-ედიბერიძე

1904-1991 / მხატვარი. ბავშვობიდან გაიტაცა ხელოვნებამ და 1921 წელს უკვე  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში სწავლობს.

ავტორი ქრისტინე დარჩია

მარიჯანი

1890-1978 / პოეტი, მწერალი. 1921 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული. თუმცა, ლექსების სითამამის, ეროტიულობის გამო საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობა პოეტის ადრეულ შემოქმედებას მთლიანად უგულვებელყოფს.

ავტორი თამთა მელაშვილი

ბარბარე /ვარინკა/ მაჭავარიანი-წერეთელი

1874-1948 / კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე. 1895 წელს დაიბეჭდა აკაკის “სულიკო” და თავად ავტორმა სთხოვა ვარინკას, ლექსისთვის სასიმღერო ჰანგი შეერჩია. ასე შეიქმნა ლეგენდარული სიმღერა.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

რუსუდან მეფისაშვილი

1913-2002 / ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურის დოქტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ავტორი ეკატერინე ფირცხალავა

ელენე /ელო/ მეტრეველი

1917-2003 / მეცნიერი. ძველი ქართული მწერლობის ისტორიის მკვლევარი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თიუბინგენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

ავტორი თამთა თათარაშვილი

კატო მიქელაძე

1878-1942 / ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. 1906 წლიდან სწავლობს ევროპაში. ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კატო პარიზში დასახლდა, სადაც 1915 წლამდე დარჩა და საფუძვლიანად გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

ნინო ნაკაშიძე

1872-1963 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე. იყო „კავკასიელ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს წევრი.

ავტორი ეკა წერეთელი

ლიზა /ელისაბედ/ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

1885-1937 / საზოგადო მოღვაწე. 1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის. 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ, მიემხრო „მენშევიკებს”.

ავტორი ირაკლი ხვადაგიანი

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

1879-1967 / საზოგადო მოღვაწე. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით.

ავტორი ირაკლი ხვადაგიანი

მაკო საფაროვა

1860-1940 / მსახიობი. მისი წარმატებული დებიუტი 1878 წელს შედგა მოლიერის პიესაში, 1879 წელს კი პირველი მუდმივმოქმედი დასის წევრი გახდა, იმავე წელს გაუმართეს პირველი ბენეფისი.

ავტორი შორენა გაბუნია

ანნა /ოლა/ სოლოღაშვილი

1882-1937 / საზოგადო მოღვაწე. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით.

ავტორი ირაკლი ხვადაგიანი

ნინო ტყეშელაშვილი

1874-1956 / საზოგადო მოღვაწე. როგორც ქალის თანასწორუფლებიანობისთვის მებრძოლი "სუფრაჟისტკა" ჩართული იყო 1905 წლის რევოლუციის შემდგომ წამოწყებულ მოძრაობაში.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

მარჯორი უორდროპი

1869-1909 / მთარგმნელი. ქართული ენის შესწავლა ჯერ კიდევ ლონდონში ყოფნისას დაიწყო და უკვე 1894 წელს გამოაქვეყნა ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ქართული ხალხური ზღაპრების კრებული.

ავტორი თამარ თათა ცოფურაშვილი

ბერტა ფონ ზუტნერი

1843-1914 / მწერალი, საზოგადო მოღვაწე. ავსტრიელი, მაღალი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი მწერალი და მშვიდობისათვის მებრძოლი აქტივისტი; მუშაობდა ალფრედ ნობელის მდივნად.

ავტორი თამარ თათა ცოფურაშვილი

ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილი

1862-1916 / საზოგადო მოღვაწე, მეცენატი. დავით სარაჯიშვილთან საკუთარი ბედის დაკავშირებამ ეკა­ტერინეს უამრავი მეგობარი და თანამოაზრე შესძინა. რუსეთის იმპერიისა და პირველი რესპუბლიკის წლებშიც მათი ოჯახი ნაციონალური იდეის განვითარების, საგანმანათლებლო მოძრაობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ასპარეზად გადაიქცა.

ავტორი ლელა გაფრინდაშვილი

ელისაბედ /ლიზიკო/ ქავთარაძე

1905-1988 / მწერალი, დისიდენტი. 1928 წელს დააპატიმრეს სოხუმში ანტი-საბჭოთა საქმიანობის ბრალდებით. ჯერ მეტეხის ციხეში ჩასვეს, 1929 წელს კი რუსეთში, ტომსკის ოლქში გადაასახლეს.

ავტორი ირაკლი ხვადაგიანი

ნუცა /ნინო/ ღოღობერიძე

1902-1966 / კინორეჟისორი. 25 წლის ასაკში ნუცა ღოღობერიძე გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში. სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო.

ავტორი თამარ თათა ცოფურაშვილი

თინათინ ყაუხჩიშვილი

1919-2011 / მეცნიერი. ქართველი მეცნიერი, კლასიკური ფილოლოგიის თვალსაჩინო სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.

ავტორი ეკატერინე ფირცხალავა

ქრისტინე /ჩიტო/ შარაშიძე

1887-1973 / საზოგადო მოღვაწე, იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარ­ტიის წევრი 1905 წლიდან. 1919 წელს არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით.

ავტორი ირაკლი ხვადაგიანი

რენე შმერლინგი

1901-1967 / ხელოვნებათმცოდნე, ქართული ხელოვნების გამოჩენილი მკვლევარი. დღევანდელი „გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის” ერთ-ერთი დამაარსებელი.

ავტორი თამთა თათარაშვილი

ირინა შტენბერგი

1904-1985 / მხატვარი. განათლება თბილისში მიიღო, 20-იანი წლების ბოლოდან კი დაუახლოვდა რუსულ მხატვრულ ელიტას.

ავტორი ქრისტინე დარჩია

ელისაბედ ჩერქეზიშვილი

1863-1948 / მსახიობი. 1886 წლიდან იგი ქართული დრამატული თეატრის დასში ირიცხება. მის მიერ განსახიერებულ როლებს შორის მაყურებელს განსაკუთრებულად ხანუმა („ხანუმა”).

ავტორი შორენა გაბუნია

ნადეჟდა ხარაძე

1912-1999/ ოპერის მომღერალი, თბილისის საოპერო თეატრის ვარსკვლავი.

ავტორი შორენა გაბუნია

გაიანე ხაჩატურიანი

1942-2009 / მხატვარი. ხატვით ადრეულ ასაკში დაინტერესდა, სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა და აკადემიისთვის ემზადებოდა, მაგრამ ცნობილი მხატვრის ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის რჩევით აკადემიაში აღარ ჩააბარა, რათა საკუთარი, ორიგინალური ხედვა არ დაეკარგა. 

ავტორი ქრისტინე დარჩია

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი

1852-1941 / საზოგადო მოღვაწე. 1879 წელს, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებისთანავე მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი ხდება მისი ნამდვილი და დამფუძნებელი წევრი.

ავტორი თამარ თათა ცოფურაშვილი

ალექსანდრა ჯაფარიძე

1895-1974 / მთამსვლელი. ალექსანდრამ კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო, პირველი ქალი იყო, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დაადგა ფეხი, მოიპოვა თითქმის ყველა ტიტული და ჯილდო, რაც მთამსვლელებისათვის იყო დაწესებული.

ავტორი ეკა აღდგომელაშვილი

მზია /მედეა/ ჯუღელი

1924/ სპორტსმენი, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი.

ავტორი შორენა გაბუნია

ისტორიული ქალები

ბევრი ქალია, ვინც ახალს ქმნიდა, ვინც აღმოჩენებს აკეთებდა, ვინც იბრძოდა ცვლილებებისთვის და ვისაც არ ეშინოდა სიახლის. მათ არ იცოდნენ, თუ რა მნიშვნელობა ექნებოდა მათ ძალისხმევას მომავალი თაობებისთვის.

ამ გვერდზე წარმოგიდგენთ ისტორიულ ქალებს, რომლებიც XIX-XX საუკუნეების ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. იმედი გვაქვს, ამ მოკლე ისტორიებით ამ ქალების ძალას და შემართებას თქვენც იგრძნობთ. მათ ბიოგრაფიებსა და ფოტოებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ სხვადასხვა მუზეუმებში, საოჯახო თუ სახელმწიფო არქივებში თქვენთვის მიაკვლია და შეკრიბა.

50 ქალის ბრძოლა ცვლილებებისთვის: ამბავი, რომელიც გრძელდება

50 ქალი საქართველოდან - აუდიო ვერსია

უახლესი პუბლიკაციები

ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი

წინამდებარე გამოცემა აგრძელებს სერიას სახელწოდებით „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?" ამ სერიის პირველი წიგნი 2013 წელს დაიბეჭდა და ის ჩვენი პირველი მცდელობა იყო, ცალკე კრებულად გამოგვეცა ქართველი ფემინისტი ავტორების მსჯელობები. 

Subscribe to RSSგამოწერა RSS Feed