Women Speakers

ქალის ხმა

ნანა ჭაბუკიანი

ნანა ჭაბუკიანი არის სოციალური მკვლევარი. 2013 წელს მან დაასრულა სამაგისტრო პროგრამა სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით ცენტრალური ევროპის უნივერსტეტში

ნინო ცქიფურიშვილი

ნინო ცქიფურიშვილი არის გენდერის მკვლევარი.  2014 წელს გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა, სადაც პირველად გაეცნო მე-19 და მე-20 საუკუნეში მოღვაწე ფემინისტი ქალების ბიოგრაფიებსა და ხელნაწერებს და მათი ბიოგრაფიების კვლევით დაინტერესდა. 

ლანა მუშკუდიანი

ლანა მუშკუდიანი არის დამოუკიდებელი გენდერის მკვლევარი, ფემინისტი. მისი სამაგისტრო ნაშრომი ეხება ოჯახში ძალადობასა და პოლიციის რეაგირებას, მათი (პოლიციის) დამოკიდებულებას ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან.

თამარ ნოდარიშვილი

 

თამარ ნოდარიშილი არის გენდერის კვლევების მაგისტრი, ფემინისტი. დაინტერესებულია ქალთა ისტორიისა და გამოცდილების კვლევით. მისი სამაგისტრო მისი სამაგისტრო ნაშრომი ეხება ქალთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულს და ძალადობის მსხვერპლი ქალის სინდრომს. 

ქეთევან მამუკელაშვილი

2007 წლიდან მუშაობს ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.  2007-2013 წლებში იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსი, ხოლო 2013 წლიდან ასრულებს არტ მენეჯერის მოვალეობას და  ორგანიზებას უწევს თეატრის კულტურულ  ღონისძიებებს.

ევა ლომთაძე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ევა ლომთაძე თავისი საქმიანობით ხელს უწყობდა ლაგოდეხში არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბებასა და საქმიანობას. 

ქეთევან ხუციშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. კვლევის ინტერესები: ეთნო-კულტურული პროცესები კავკასიაში, რელიგიის კვლევები,კონფლიქტებისა და იძულებით გადაადგილებუილთა კვლევები, ურბანული და ეკონომკური ანთროპოლოგია.

როზეტა გუჯეჯიანი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ლიკა ჯალაღანია

საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ). კვლევის ინტერესები: სამართლის რადიკალური კრიტიკა,  გენდერი და სამართალი, ქვიარ/ფემინისტური სამართლის თეორიები, საერთაშორისო სამართალი და ლგბტ უფლებები, სექსუალობის პოლიტიკა და ქვიარ წინააღმდეგობა.

თამარ დეკანოსიძე

სამართლის მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში - ესექსის უნივერსიტეტი (ქოლჩესტერი, გაერთიანებული სამეფო). თანამდებობა:  იურისტი, პროექტის კოორდინატორი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

მარიამ ჭანჭალეიშვილი

გენდერის მკვლევარი. კვლევის ინტერესები: გენდერი და ნაციონალიზმი, მასკულინობები, სხეულის პოლიტიკა და ქალთა ისტორია.

გვანცა ხონელიძე

საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრანტი, ფემინისტური ჯგუფის “ქალთა მზერის” დამფუძნებელი.

სოფო ჯაფარიძე

სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრის დამფუძნებელი; უხილვი შრომის დამფუძნებელი. კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: შრომა, ქალების შრომა, პოლიტეკონომია, განვითარება, სოციალური მოძრაობები, აქტივიზმი, საბჭოთა და საერთაშორისო მემარცხენე ისტორია.

მაია ტაბიძე

მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევაში, თსუ. კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: სექსუალობის პოლიტიკა, შრომა, ლესბოსური ფემინიზმი, ქალთა ისტორია.

თამარ თოლორდავა

სოციალური მოძრაობის შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. კვლევის ინტერესები: საბჭოთა და პოსტ საბჭოთა ისტორია და პოლიტიკა; საქართველოს პოლიტიკური ელიტა; სოციალური მოძრაობები; ლგბტქ მოძრაობები და აქტივიზმი საქართველოში; ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგი . 

ჰასმიკ კალაპიანი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი.

ნასტასია არაბული

რადიო თავისუფლების გადაცემის, “თავისუფლების დილის” წამყვანი. კვლევის ინტერესები: ახალი მედია, ადამიანის უფლებები, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, ურბანული კულტურა და სუბკულტურები. 

არევიკ მარტიროსიანი

სოციოლოგიის მაგისტრი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ინტერესები: ანარქისტული კვლევები, პოსტ-კოლონიური ფემინიზმი, პოსტსაბჭოთა ნეო-ლიბერალური მეხსიერების პოლიტიკა, სხეულის პოლიტიკა, საერთო სიკეთეები.

ანუშ ხაჩატრიანი

ადვოკატირების პროგრამის ოფიცერი, ფონდი ''OxYGen''. კვლევის ინტერესები: გენდერი და ნაციონალიზმი, გენდერი და კონფლიქტი, ქალთა მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში. 

ნანა დიხამინჯია

2014 წლიდან ნანა მუშაობს აშშ-ს მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში მიწვეული ასისტენტ მკვლევარ-პროფესორის თანამდებობაზე

ანა ილურიძე

მეცნიერების მაგისტრი - გენდერი, განვითარება და გლობალიზაცია, ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა.

ნანა ბერეკაშვილი

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ასოცირებული პროფესორი. კვლევის ინტერესები:  გენდერული სოციალიზაცია, გენდერი და განათლების პრობლემები,ტოლერანტობის, უმცირესობების და მრავალფეროვნების საკითხები.

თამარ ჭაბაშვილი

ვიზუალური ხელოვანი, ამსტერდამში არსებული ხელოვანთა ინიციატივის Public Space With A Roof თანადამაარსებელი და წევრი.

ნარგიზა არჯევანიძე

გენდერის კვლევების მაგისტრი (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორანტი.

ესმა ბერიკიშვილი

დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური პროგრამა.

ანა ჰარუთუნიანი

დოქტორანტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, გერმანია; გენდერის და კულტურის კვლევების მაგისტრი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი.

თინათინ ჯაფარიძე

აღმოსავლეთმცოდნე; განვითარების მეცნიერების სპეციალისტი. კვლევის ინტერესები: განვითარებისკენ მიმართული დახმარება განვითარებად ქვეყნებში; ორგანიზაციული განვითარების და სიცოცხლისუნარიანობის საკითხები დახმარების  მიმღებ ქვეყნებში.  

ქეთი ქანთარია

მთარგმნელი. ინტერესები: კავკასიის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევები.

თამარ ჩუგოშვილი

ჰარვარდის უნივერსიტეტი, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა, მაგისტრის ხარისხი. თანამდებობა: კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმის პროგრამების ხელმძღვანელი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი.

ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი

გერმანული ენის და ლიტერატურის სპეციალისტი/გერმანისტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი. თანამდებობა:  კულტურული პროგრამების კოორდინატორი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი.

ლია უკლება

ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი. მისი ნამუშევრები ეძღვნება ადამიანის უფლებებს, ქალის უფლებებს და სოციალურ საკითხებს.

ნინია კაკაბაძე

კინომცოდნე, ჟურნალისტი. სამუშაო თემები: მედიის თავისუფლება; ადამიანის უფლებები; რელიგიური და ეთნიკური  უმცირესობები; ლგბტ უფლებები; ქალთა უფლებები; სოციალურად დაუცველი ჯგუფები; საშინაო პოლიტიკა.

ჯანა /დარეჯან/ ჯავახიშვილი

დირექტორი, ადიქტოლოგიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. კვლევის ინტერესები: წამალზე და სხვადასხვა ნივთიერებასა და ქცევაზე დამოკიდებულება, ფსიქოტრავმა, ტოტალიტარული წარსულისა და საბჭოთა რეპრესიების გავლენა თანამედროვე ქართული საზოგადოების ცხოვრებაზე.

ლელა რეხვიაშვილი

პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორანტი. კვლევის ინტერესები: განვითარების პოლიტ-ეკონომიკა, ინსტიტუციური ტრანსფორმაცია, არაფორმალური ეკონომიკური ურთიერთობები, სოციალური მოძრაობები, მობილობა და იძულებით გადასახლება.

დაკო ბახტურიძე

გენდერს კვლევების მაგისტრი. სამუშაო თემები: ქალთა შრომითი უფლებები, გენდერული ძალადობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.

მარინა შვანგირაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „მდგრადი განვითარების ცენტრი-რემისსია“, თანადამფუძნებელი და დირექტორი. სამუშაო თემები: კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები, გლობალური დათბობის თანმდევი პროცესები.

ალა პარუნოვა

გენდერის კვლევა, მაგისტრის ხარისხი. კვლევის ინტერესები: გენდერი; ინტერსექციული ფემინიზმი; ქუიარ თეორია; გენდერი საბჭოთა კავშირში.

რუზანა ცატურიანი

არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი. კვლევის ინტერესები: გენდერის კვლევა, ნაციონალიზმი, ეთნიკურობა, განათლება.

სირან ჰოვანისიანი

საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, გენდერის კვლევის ცენტრი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გოჰარ შაჰნაზარიანი

გენდერული კვლევების ცენტრის დირექტორი, ერევნის სახელწიფო უნივერსიტეტი; თანადამფუძნებელი, ქალთა რესურს ცენტრი.

ნინო გუჯარაიძე

აღმასრულებელი დირექტორი, "მწვანე ალტერნატივა". კვლევის ინტერესები: გარემოს დაცვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში.

ნანა ბაგალიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative” თავმჯდომარე; „წნორის საინიციატივო ჯგუფის“ დამფუძნებელი; კომპანია „ბადაგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

სალომე ხვადაგიანი

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის” აღმასრულებელი დირექტორი. კვლევის ინტერესები: ნაციონალიზმი; იდენტობის საკითხები; რელიგია, როგორც იდენტობის მარკერი.

მარიეტა ბაზინიანი

ვებსაიტის middleorient.com თანადამფუძნებელი/რედაქტორი. კვლევის ინტერესები: შუასაუკუნეების ისლამური პოლიტიკური აზროვნება, ისლამის მითოლოგიურ-პოლიტიკური ასპექტები, თანამედროვე ისლამური მოძრაობები.

ეკა ქევანიშვილი

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. სამუშაო თემები:  ქალთა უფლებები, ფემინიზმი, ლგბტ თემი, საშინაო პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, დევნილები, ლიტერატურა.

სუსანა გიულმირიანი

ხელოვნებისა და კულტურის კვლევების ლაბორატორიის პრეზიდენტი, ხელოვანთა საერთაშორისო რეზიდენციის პროგრამის „არტ კომუნის“ არტ დირექტორი.

თამარა ოვნათანიანი

"პრომედია-გენდერი"-ის პრეზიდენტი, „ქალები და პოლიტიკა“ და WomenNet.am-ის მთავარი რედაქტორი. კვლევის ინტერესები: გენდერული ჟურნალისტიკა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ქალების პორტრეტები მედიაში.

ანა დავთიან-გევორგიანი

მკვლევარი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ცივილიზაციის და კულტურის კვლევების ცენტრი. კვლევის ინტერესები: გენდერი და კულტურა, გენდერული სტერეოტიპები სომხურ საზოგადოებაში, გენდერი და ისლამი.

ანა აბაშიძე

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი. სამუშაო თემები: ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.

ნინო გამისონია

პროექტის კოორდინატორი, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო. კვლევის ინტერესები: გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, განახლებადი ენერგია, გენდერი, სოფლის მეურნეობა.

ეკა იმერლიშვილი

პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი. სამუშაო თემები: სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი სათემო ინიციატივები, ქალთა და ფემინისტური მოძრაობები, გარემოს დაცვა.

თამარ ჟვანია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.   სამუშაო თემები: საარჩევნო სისტემები, დემოკრატიის მმართველობა, პოლიტიკური უფლებები, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა.

ეკატერინე სხილაძე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი. სამუშაო თემები: გენდერული ნიშნით ძალადობა; ოჯახში ძალადობა; ქალთა შრომითი უფლებები; ადრეულ ასაკში ქორწინება.

ნინო ლომჯარია

აღმასრულებელი დირექტორი, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). სამუშაო თემები: საარჩევნო სისტემები, ქალთა უფლებები, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა.

ნინო დანელია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სამუშაო თემები: მედია და პოლიტიკური სისტემები, მედია და სამოქალაქო სივრცე, პოლიტიკური კომუნიკაცია.

თამთა მიქელაძე

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დირექტორი (EMC). სამუშაო თემები: სამართლის ფილოსოფია, ადამიანის უფლებათა სამართალი.

ანა ნიკოგოსიანი

„საზოგადოება ძალადობის გარეშე“ (SWV) აღმასრულებელი დირექტორი. კვლევის ინტერესები: გენდერი და განათლება, ლგბტ უფლებები, გენდერული და ოჯახში ძალადობა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

ნვარდ მარგარიანი

პრეზიდენტი, ორგანიზაცია PINK-Armenia. კვლევის ინტერესები: ადამიანის უფლებები, უმცირესობების უფლებები, სექსუალობა და გენდერი.

მილენა აბრაჰამიანი

განათლება: გენდერის კვლევის ბაკალავრი, მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევების მაგისტრი (უპსალას უნივერსიტეტი, შვედეთი). კვლევის ინტერესები: ქალები, გენდერი, მასკულინობა, ძალადობა, მშვიდობა.

ლინა ღვინიანიძე

სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). კვლევის ინტერესები: ადამიანის უფლებები, სოციალური უფლებები, თანასწორობა, მარგინალიზებული ჯგუფები.

ნატა იმედაიშვილი

რადიო "თავისუფლება" კორესპოდენტი; აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი. სამუშაო თემები:  ადამიანის უფლებები, გენდერი, საზოგადოებრივ-სოციალური საკითხები.

ეთერ თურაძე

„გაზეთ ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი. სამუშაო თემები: ადამიანის უფლებები.

თამარ თანდაშვილი

განათლება:  ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიური ანტროპოლოგიის მკვლევარი. თემები: პიროვნების ფორმირების კულტურული ასპექტები; პიროვნული ავტონომია, ავტონომიისათვის საფრთხის შემცველი სოციალურ-კულტურული პრაქტიკა.

თეონა ყუფუნია

პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. სამუშაო თემები: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ქალთა უფლებები, საზოგადოებრივი აზრის კვლევები, პოლიტიკური პარტიების გაძლიერება, კორპორაციული სოციალური პასუხმისმგებლობა.

ქეთევან ხიდაშელი

თანამდებობა: „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“, თავმჯდომარე. სამუშაო თემები:  ოჯახში ძალადობა, გენდერული თანასწორობა, ქალების პოლიტიკური ჩართულობა.

ნათია გვიანიშვილი

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დირექტორი. კვლევის ინტერესები: გენდერი, ფემინიზმი, ლგბტ საკითხები.

ბაია პატარაია

ა.ი.პ. კავშირი “საფარის” დირექტორი. კვლევის ინტერესები: ანტიდისკრიმინაციული სამართალი; ქალთა უფლებები; უმცირესობათა სამართალი; ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები; სამოქალაქო საზოგადოების სამართალი.

თამარ გურჩიანი

ასოცირებული პროფესორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა). სამუშაო თემები: ადამიანის უფლებები, დემოკრატია, არჩევნები, გამჭვირვალობა.

 

თამარ პატარაია

სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკაში (PhD). კვლევის ინტერესები: საქართველოს დემოკრატიული ტრანზიცია, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.

ქეთი ბერძენიშვილი

ჟურნალისტი, რადიოკომპანია "ძველი ქალაქის" პროგრამების დირექტორი. სამუშაო თემები: ქალთა, ბავშვთა, სოციალურად დაუცველთა, შშმ პირთა საკითხები.

ნანა ფანცულაია

ქალთა ფონდი საქართველოში - აღმასრულებელი დირექტორი. სამუშაო თემები:  ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა; ქალთა მოძრაობის,  ფემინისტური  აქტივიზმის და  ქალი უფლებადამცველების  ხელშეწყობა;  ფემინისტური ფილანთროპია.

ელენე ხოშტარია

“საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) თანადამფუძნებელი. სამუშაო თემები: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კონფლიქტი, უმციროსობათა საკითხები.

ანანო ცინცაბაძე

სამართალმცოდნე, სამართლის მაგისტრი. კვლევის ინტერესები: საკორპორაციო სამართალი, სატელეკომუნიკაციო სამართალი, გარემოს დაცვის სამართალი.

ანა მარგველაშვილი

იურისტი, ტრენერი და კონსულტანტი სათემო განვითარების, მუნიციპალური კულტურის განვითარების დაგეგმვის სფეროში.

 

ნინო სანადირაძე

პროფესორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. კვლევის ინტერესები: კულტურის მენეჯმენტი, კულტურის მარკეტინგი, საგამოფენო საქმე და პროექტები.

სალომე ჯაში

“საქდოკ ფილმი”-ის დამფუძნებელი, პროდიუსერი, რეჟისორი. სამუშაო თემები: სივრცეები, ადამიანები

ლიკა ღლონტი

ნეირომეცნიერებათა დოქტორი, Erasmus+ეროვნული ოფისის კოორდინატორი. კვლევის ინტერესები: განათლების პოლიტიკა, სკოლის შემდგომი განათლება, ხარისხის უზრუნველყოფა, განათლების ინტერნაციონალიზაცია.

მაია ცირამუა

ფსიქოლოგი. სამუშაო თემები: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;  მოზარდთა  ანტისოციალური ქცევის პრევენცია;  ფსიქოტრავმა ბავშვებში;  ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და მოზარდები;  ბავშვთა უფლებები.

ლიანა /ლია/ ჯაყელი

რეჟისორი, კავშირი „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“ თავმჯდომარე. სამუშაო თემები: ადამიანის უფლებები.

მანანა ქოჩლაძე

თანამდებობა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელის კოორდინატორი ევროკავშირის სამეზობლო რეგიონში. სამუშაო თემები: მდგრადი ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უსაფრთხოების პოლიტიკები, გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები

ირინა ხანთაძე

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. სამუშაო ინტერესები:  სამოქალაქო და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობა, ფილანტროპიის განვითარება, განათლების პოლიტიკა და ზრდასრულთა არაფორმალური განათლება.

სალომე ასათიანი

განათლება: გენდერის კვლევების ფილოსოფიის მაგისტრი, მედიის კვლევების მაგისტრი. კვლევის ინტერესები: მედიის კვლევები, ფემინიზმის ისტორია და თეორია, გლობალიზაციის თეორიები, პოსტკოლონიური კვლევები, სუბკულტურის კვლევები, მასკულინობის კვლევები.

ნანი მაჭარაშვილი

განათლება: პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. თანამდებობა: სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

თათული თოდუა

განათლება: იურისტი. კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: ადამიანის უფლებები

თამარ ქალდანი

იურისტი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. თანამდებობა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.

რუსუდან გოცირიძე

თეოლოგი/ფილოლოგი. თანამდებობა: ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი.

ანა არგანაშვილი

ფსიქოლოგი/ოკუპაციური თერაპევტი. სამუშაო თემები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები, გენდერული ძალადობა, ქალთა დაცვა დისკრიმინაციისგან.

ეკა აღდგომელაშვილი

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი. სამუშაო თემები:  ქალთა უფლებები, გენდერი და სექსუალობა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, სექსუალობის რეპრეზენტაცია მედიაში, სიძულვილის ენა. 

ეკატერინე ფირცხალავა

ფსიქოლოგიის დოქტორი. კვლევის ინტერესები: ოჯახის ფსიქოლოგია და ოჯახური ურთიერთობები, გენდერული პრობლემატიკა, მიგრაცია, იძულებით გადაადგილებული პირები, დეპორტირებული მესხი მუსლიმები, განათლება.

ქრისტინე დარჩია

ხელოვნებათმცოდნე. კვლევის ინტერესები: 1900-1920-იანი წლების ქართული სახვითი ხელოვნება, გენდერული პრობლემატიკა ქართულ ხელოვნებაში.

შორენა გაბუნია

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი. კვლევის ინტერესები: გენდერი და კულტურა, ლგბტ იდენტობები, ქალთა კვლევები.

ლელა გაფრინდაშვილი

ფილოსოფოსი, ქალთა უფლებების დამცველი. მას ეკუთვნის მრავალი კვლევა  და სტატია ქართულ კულტურაში გენდერული, ქალთა და ფემინისტური პრობლემების ისტორიის შესახებ.

იდა ბახტურიძე

გენდერული კვლევების მაგისტრი. სამუშაო თემები: ქალების ზეპირი ისტორიები; ფემიციდი და გენდერული ძალადობა; მიგრაციის ფემინიზაცია; თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და გენდერული კვოტები, ქალთა შრომითი უფლებები და ეკონომიკური გაძლიერება.

თინათინ მეგრელიძე

თეოლოგი. სამუშაო თემები: ქალთა საკითხები პოსტსაბჭოთა სივრცეში, მართლმადიდებლური თეოლოგია, ქალები მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მისიაში.

თამთა მელაშვილი

გენდერული კვლევების მაგისტრი. სამუშაო თემები: ქართული ფემინიზმის ისტორია, ლგბტ იდენტობები, მასკულინობის კვლევები

თამთა თათარაშვილი

გენდერული კვლევების მაგისტრი. სამუშაო თემები: გენდერის რეპრეზენტაცია ქართულ კინოში; დედობის კვლევები.

თამარ ცხადაძე

ფილოსოფოსი. კვლევის ინტერესები: ენის ფილოსოფია, მეცნიერების ფილოსოფია, ფემინისტური თეორია.

თეო ხატიაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. კვლევის ინტერესები: გენდერული სტერეოტიპები კინოში.

 

ქალის ხმა უნდა ჟღერდეს!

რუბრიკა „ქალის ხმა“ ამჟამად 40-ზე მეტი ქალის ბიოგრაფიას აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან. თუკი სიას გადავხედავთ, ვნახავთ რამდენად მრავალფეროვანია იმ ქალების ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც სამოქალაქო თუ საჯარო სექტორში საქმიანობენ.  როდესაც მათი  კვალიფიკაციისა და ექსპერტიზის შესახებ ვკითხულობთ, კიდევ უფრო აშკარა ხდება, რომ ქალები ჯერ კიდევ არასათანადოდ არიან წარმოდგენილები საჯარო ღონისძიებებზე. „ქალის ხმა“ - ეს არის მონაცემთა ბაზა, რომელიც მკაფიო მესიჯს ატარებს: ქალის ხმა უნდა ჟღერდეს ყველა სადისკუსიო მაგიდასთან!

სწორედ ამიტომ, ამ გვერდზე წარმოგიდგენთ ქალ ექსპერტებს, რომლებიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პარტნიორები არიან. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საჯარო დებატებს. ვფიქრობთ, ქალებისა და მამაკაცების დაბალანსებული წარმოჩენა საჯარო ღონისძიებებზე ის ნაბიჯია, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არსებული გენდერული როლების ტრანსფორმაციის პროცესში.

ჩვენ გვჯერა, რომ გენდერული დემოკრატია უნდა დავინახოთ არა როგორც შორეული მიზანი, არამედ პრინციპი, რომლის მიღწევაც სწორედ ახლა და სწორედ აქ შეიძლება.

უახლესი პუბლიკაციები

ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი

წინამდებარე გამოცემა აგრძელებს სერიას სახელწოდებით „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?" ამ სერიის პირველი წიგნი 2013 წელს დაიბეჭდა და ის ჩვენი პირველი მცდელობა იყო, ცალკე კრებულად გამოგვეცა ქართველი ფემინისტი ავტორების მსჯელობები. 

Subscribe to RSSგამოწერა RSS Feed