ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე

გამომცემლის წინათქმა

„ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალისტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული", – ასეთ მძაფრ კრიტიკას აჟღერებს წინამდებარე კრებულში ნენსი ფრეიზერი – თანამედროვეობის ერთ–ერთი გამორჩეული ფემინისტი ფილოსოფოსი.

„ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე~ ფრეიზერის ბოლო გამოცემაა, რომელიც ავტორის ორმოცწლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივას გვთავაზობს. ამ ესეებში საკმაოდ საკამათო, გარკვეულწილად – სარისკო, მაგრამ უაღრესად საინტერესო თეორიული ნააზრევია წარმოდგენილი: ფრეიზერი აანალიზებს ფემინისტური მოძრაობის განვითარებას, წარმოაჩენს მის ისტორიულ მნიშვნელობას და მწვავედ აკრიტიკებს მიღწეულ შედეგებს. ამავდროულად, ის აფასებს თანამედროვე გამოწვევებს და ემანსიპატორული ბრძოლის ახალ პერსპექტივებს სახავს.

ფემინისტური მოძრაობისა და თეორიის გამორჩეულობაც ამაში მდგომარეობს – თვითრეფლექსია, თვითკრიტიკა და საკუთარივე ხედვების გადააზრება მათ განვითარებას მუდმივად თან ახლდა. ვფიქრობთ, „ფემინიზმის თავგადასავალი~ სწორედ ამ თვალსაზრისით გახდება განსაკუთრებულად მიმზიდველი ქართველი მკითხველისთვის და ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფემინისტური დღის წესრიგის უფრო ფართო – საერთაშორისო – კონტექსტში დანახვას. იმედი გვაქვს, რომ წინამდებარე კრებულის გამოცემით ჰაირიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო წვლილს შეიტანს საქართველოში ამ საკითხებზე თეორიული მსჯელობის გაღრმავებაში.

დღეს, როდესაც ქართულ ფემინისტურ მოძრაობას, სხვა საზოგადოებრივი მოძრაობების მსგავსად, რეალურ სოციალურ მოძრაობად გარდაქმნისთვის მკაფიო ხედვის განვითარებაც სჭირდება, ეს წიგნი მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი მსჯელობის ნიადაგს გთავაზობთ: სამართლიანობის ფრეიზერისეული, გაფართოებული ხედვა არ სჯერდება არსებულ, მისი შეფასებით, ნაკლებად სამართლიან სტრუქტურებში ქალების მამაკაცებთან რაოდენობრივ გათანაბრებას. ავტორი ამ სტრუქტურების იმგვარი გარდაქმნის გზებს და ხედვებს გვიზიარებს, რამაც ფემინისტური „ემანსიპატორული დაპირების~ შესრულებისკენ უნდა წაიყვანოს საზოგადოება.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სახელით მადლობას ვუხდით სარედაქციო ჯგუფს – გიორგი ჩუბინიძეს, თამარ ცხადაძეს და ნინო საითიძეს. განსაკუთრებული მადლობა ფონდის პროექტების მენეჯერ ეკა წერეთელს გამოცემის კონცეფციასა და დიზაინში შეტანილი წვლილისთვის.

ეთუნა ნოღაიდელი
პროგრამის კოორდინატორი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის
სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო

 

Product details
Date of Publication
2017
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Number of Pages
392
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
978-9941-0-9970-0
Table of contents

 

გამომცემლის წინათქმა: გვ. 7;
სამართლიანობა, როგორც თანასწორობა: ნენსი ფრეიზერის "ფემინიზმის თავგადასავლის" ქართული თარგმანის წინასიტყვაობა: გვ. 9;
შესავალი - პროლოგი სამმოქმედებიანი დრამისთვის: გვ. 23;

ნაწილი I. ამბოხებული ფემინიზმი: რადიკალიზმის შემომტანი კრიტიკა სოციალ-დემოკრატიის ეპოქაში

1. რა არის კრიტიკული კრიტიკულ თეორიაში? ჰაბერმასისა და გენდერის შემთხვევა: გვ. 49;
2. ბრძოლა საჭიროებებისთვის: გვიანდელი კაპიტალიზმის პოლიტიკური კულტურის სოციალისტურ-ფემინისტური კრიტიკული თეორიის კონტურები: გვ. 95;
3. "დამოკიდებულების" გენეალოგია: აშშ-ის კეთილდღეობის სახელმწიფოს საკვანძო სიტყვის ძიება: გვ. 137;
საოჯახო ხელფასის შემდეგ: პოსტინდუსტრიული აზრობრივი ექსპერიმენტი: გვ. 177;

ნაწილი II. თვინიერი ფემინიზმი: გადანაწილებიდან აღიარებისკენ იდენტობის ეპოქაში

4. სიმბოლიზმის წინააღმდეგ: ლაკანიანიზმით სარგებლობა და ფემინისტური პოლიტიკისთვის მისი ბოროტად გამოყენება: გვ. 215;
5. ფემინისტური პოლიტიკა აღიარების ეპოქაში: ორგანზომილებიანი მიდგომა გენდერულ სამართლიანობასთან: გვ. 241;
6. ჰეტეროსექსიზმი, არაღიარება და კაპიტალიზმი: პასუხი ჯუდით ბატლერს: გვ. 263;

ნაწილი III. ფემინიზმის გამოღვიძება? კაპიტალისტური კრიზისისთვის თვალის გასწორება ნეოლიბერალურ ეპოქაში

7. სამართლიანობის ახალი ჩარჩო გლობალიზებულ მსოფლიოში: გვ. 281;
8. ფემინიზმი, კაპიტალიზმი და ისტორიის ცბიერება: გვ. 309;
9. მარკეტიზაციასა და სოციალურ დაცვას შორის: ფემინისტური ამბივალენტობის გადალახვა: გვ. 335;

დანართები:
ტერმინები: გვ. 359;
ბიბლიოგრაფია: გვ. 363;
პირთა საძიებელი: გვ. 387.