ფემინსტრიმი (2015-2018)

ფემინსტრიმი (2015-2018)

Creator: ქალთა ფონდი საქართველოში. All rights reserved.

(მიმდინარე პროექტი)

 

პროექტი 2015 წელს

ქალთა ფონდმა საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა რადიოგადაცემის ფემინსტრიმი ციკლი. პროექტი ხორციელდებოდა რადიო თავისუფლებასთან და ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით.

პროექტის ფემინსტრიმი მიზანი იყო ქალთა საკითხებზე პროგრესული საზოგადოებივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ქართულ რადიო სივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის შექმნა, რომელიც მთლიანად მოემსახურება ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გენდერულ თანასწორობის შესახებ ცოდნისა და მგრძნობელობის გაზრდას, ქალთა ინსპირაციასა და სოლიდარობას.

ფემინსტრიმი რადიო თავისუფლების ეთერში (FM 107.4) გენდერული ამბების პროგრამის ფარგლებში ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათზე გადიოდა (2015 წლის თებერვალი-ივლისი). განმეორებით ფემინსტრიმის მოსმენა შესაძლებელი იყო ყოველ შაბათს 13:00 საათზე რადიო თავისუფლების ეთერში. ასევე ყოველ ოთხშაბათს 21:00 საათზე და ხუთშაბათს 10:00 საათზე "ფემინსტრიმის" ჩანაწერი გადიოდა ArtArea-ს ეთერში.

რადიო გადაცემის ფორმატი:
დღის დიალოგი – ქალთა უფლებრივი მდგომარეობის აქტუალური საკითხები, განხილული ფემინისტური თეორიების ჭრილში;
ფემინისტური მუსიკა – ინფორმაცია ფემინისტური ჯგუფებისა და შემსრულებლების შესახებ, ფემინისტების საკულტო სიმღერების პრეზენტაცია;
ქალის ამბავი – ქალთა დაკარგული წვლილი და ისტორიები.

რადიოგადაცემების ვიდეო-არქივის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე.

გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებმა მოამზადეს 3 სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ბიოლის ფონდის ვებ-გვერდზე:

- ნათია გვიანიშვილი - ლესბოსური ფემინიზმი და სეპარაცია როგორც პოლიტიკური წინააღმდეგობის ფორმა;

- ეკა იმერლიშვილი - „სილამაზის“ მახინჯი მითები;

- დაკო ბახტურიძე - ქალი, ქალები, ფემინიზმები - განსხვავების გადააზრება ფემინისტურ თეორიაში.

 

პროექტი 2017 წელს

ქალთა ფონდმა საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ პროექტი  ფემინსტრიმი ახალი ფორმატით გააგრძელეს. 2017 წლის მარტში დაანონსდა პროექტსი გაგრძელება ფემინისტური აუდიო პოდკასტების სახით.

 
პროექტის პრომო ვიდეო:
 

ფემინსტრიმის მიზანი იყო ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურისა და კინოს ფემინისტური პერსპექტივიდან განხილვა აუდიო პოდკასტების ფორმატით. გუნდის ძველი და ახალი წევრები იყვნენ: 

- ნათია გვიანიშვილი - ლიტერატურა;
- თეო ხატიაშვილი - კინო;
- ლილი მამულაშვილი - მუსიკა;
- ხათუნა ხაბულიანი - ხელოვნება.

აუდიო პოდკასტების ნახვა შესაძლებელია ამ ლინკზე.

 
პროექტი 2018 წელს
 
2018 წლის ივლისში გამოცხადდა განაცხადების მიღება ახალი პოდკასტების სერიაზე. მიღებული აპლიკაციების საფუძველზე შეირჩევიან ახალი წამყვანები და გამოქვეყნდება ახალი პოდკასტები. 
 
 
 

 

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება