ნასტასია არაბული

განათლება: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგია.

თანამდებობა: რადიო თავისუფლების გადაცემის, “თავისუფლების დილის” წამყვანი.

კვლევის ინტერესები: ახალი მედია და ინტერნეტკომუნიკაცია, ადამიანის უფლებები, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, ურბანული კულტურა და სუბკულტურები.

ენები: ქართული, გერმანული, ინგლისური

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: Nastasia(at)outlook.com

ბიოგრაფია:

2005 წელს დაიწყო მუშაობა გამომცემლობა "დიოგენეში" რედაქტორის ასისტენტად. პირველი ბლოგი (embrioni.blogspot.com ) გააკეთა 2009 წელს. იყო პირველი ქართული ონლაინ მუსიკალური ჟურნალის "მუზამეს" (muzame.ge) ავტორი და რედაქტორი. მისი ნაწერები პერიოდულად ქვეყნდებოდა სხვადასხვა ბეჭდურ და ონლაინ გამეცემებში: ტაბულა არტი, მასწავლებლის ჟურნალი, დიზაინ თბილისი და სხვა. 2013 წელს შექმნა ონლაინ ჟურნალი - What i see (wis.ge), ძირითადი აქცენტით კულტურასა და ადამიანის უფლებებზე. 2014-15 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ინტერაქტიული გადაცემა “კომუნიკატორის” წამყვანი. 2015 წლიდან დღემდე მიყავს “რადიო თავისუფლების” დილის გადაცემა “თავისუფლების დილა.”

პერიოდულად თანამშრომლობდა სხვადასხვა ორგანიზაციებთან (მარმელადს, ილიას სახელმწიფო უნივერსტეტი, საქართველოს ბანკი) როგორც სოციალური მედიისა და ინტერნეტ კომუნიკაციების სპეციალისტი.

ნასტასიას ნაშრომების სანახავად, ეწვიეთ: wis.ge