ნანა ბერეკაშვილი

განათლება:  ფსიქოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თანამდებობა:  საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის, დამფუძნებელი; საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ასოცირებული პროფესორი; ილიას უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი

კვლევის ინტერესები:  გენდერული სოციალიზაცია, გენდერი და განათლების პრობლემები, გენდერული თანასწორობის, მონაწილეობის და განვითარების საკითხები, ფემინისტური თეორია, ტოლერანტობის, უმცირესობების და მრავალფეროვნების საკითხები, კონფლიქტის მოგვარება და მშვიდობის მშენებლობა.

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, შვედური

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: nberekashvili(at)yahoo.com

ბიოგრაფია:

ნანა 1986 წლიდან მუშაობდა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, სადაც პირველად იწყებს გენდერული  პრობლემების კვლევას. 1998 წლიდან იგი   ქმნის პირველ სალექციო კურსს გენდერის ფსიქოლოგიაში, რომელსაც კითხულობს 10 წლის განმავლობაში ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის. 1998 წლიდან იგი იწყებს მუშაობას არასამთავრობო სექტორში და კოლეგებთან ერთად აფუძნებს ქალთა ორგანიზაციას „კავკასიის ქალთა კვლევითი და საინფორმაციო ქსელი“. 2005 წლიდან 2015 წლამდე არის არასამთავრობო ორგანიზაციის კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევის ცენტრის გენდერისა და უმცირესობების განყოფილების ხელმძღვანელი. არის კონფლიქტების მოგვარების და მშვიდობის მშენებლობის, განვითარების და საზოგადოებრივი გაძლიერების საკითხებისადმი მიძღვნილი მრავალ საერთაშორისო პროექტის ავტორი და მონაწილე.  იგი არის ასევე რამდენიმე სახელმძღვანელოს, ანთოლოგიისა და მრავალი სატრენინგო კურსის ავტორი გენდერის, მრვალფეროვნებისა და მშვიდობის კულტურის თემებზე.  არის საერთაშორისო კვალიფიკაციის ტრენერი და ფასილიტატორი ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილებით. შესრულებული აქვს  განათლების სფეროს (სახლემძღვანელოების გენდერული ანალიზის ჩათვლით), სოფლის მეურნეობის სფეროს, ძალაუფლებისა და ლიდერობოს სფეროს გენდერული ექსპერტიზა. 2007 წლიდან მიჰყავს სამაგისტრო კურსი „გენდერი განათლებაში“ ხოლო შემდგომ, კურსი „გენდერული სოციალიზაცია“ ილიას უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე. 2014 წლიდან არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, სადაც კითხულობს სალექციო კურსს გენდერის ფსიქოლოგია  - გენდერის ფსიქოლოგიური, სოციალური,  პოლიტიკური და კულტურული საკითხები).  2014 წელს კოლეგებთან ერთად აფუძნებს ორგანიზაციას „საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის“.

ნაშრომები:

ნაშრომების სია წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.