თინათინ ჯაფარიძე

განათლება: აღმოსავლეთმცოდნე; განვითარების მეცნიერების სპეციალისტი.

თანამდებობა:  პროგრამის ოფიცერი, ფონდ კვინნა ტილლ კვინნას სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა.

კვლევის ინტერესები: განვითარებისკენ მიმართული დახმარება განვითარებად ქვეყნებში; დინამიკა და კოლონიალური ურთიერთობა არასამთავრობო და გრანტების გამცემ ორგანიზაციებს შორის; ორგანიზაციული განვითარების და სიცოცხლისუნარიანობის საკითხები დახმარების  მიმღებ ქვეყნებში.  

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, სპარსული.

ქალაქი: თბილისი, საქართველო.

ელ.ფოსტა: tinatin.j(at)gmail.com

ბიოგრაფია:

1996-2001 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, სადაც მიიღო ქართული ენისა და ლიტერატურის და სპარსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დიპლომი. 2000-2001 წლებში სწავლობდა თეირანის უნივერსიტეტში, დეჰხოდას სახელობის ირანისტიკის სწავლების საერთაშორიო ინსტიტუტში (თეირანი, ირანი), სადაც მიიღო სერტიფიკატი სპარსულის სწავლებებში.

2011-2012 წლებში სწავლობდა როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სოციალური სწავლებების საერთაშორისო უნივერსიტეტში (ჰააგა, ნიდერლანდები), სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი განვითარების მეცნიერების სწავლებებში; სპეციალობა: ქალები, გენდერი და განვითარება.

2006-2009 წლებში მუშაობდა ფონდი ინკლუზივში. 2010-2013 წლებში მუშაობდა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის პროგრამის ოფიცრად და შემდგომ პროგრამის მენეჯერად.

ნაშრომები:

2012- სამაგისტრო თეზისი: ‘Backstage’ of Women’s NGOs in Georgia: Challenges of Autonomy and Donor Relations; როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სოციალური სწავლებების საერთაშორისო უნივერსიტეტი.