სალომე ხვადაგიანი

განათლება: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი, ნაციონალიზმისა და ეთნიკური კვლევების მაგისტრი, კულტურის კვლევების დოქტორანტურის სტუდენტი

თანამდებობა:  არასამთავრობო ორგანიზაცია “თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის” აღმასრულებელი დირექტორი

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: ნაციონალიზმი; იდენტობის საკითხები; რელიგია, როგორც იდენტობის მარკერი.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, ფრანგული, აფხაზური (დამწყები).

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: khvadagiani.s(at)gmail.com

ბიოგრაფია:

ორგანიზაციას “თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისთვის”, რომელსაც სალომე ხელმძღვანელობს,  კონფლიქტების შესწავლის ახალგაზრდულ ჯგუფად მუშაობის სამ წლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაცია ორ პროექტს ახორციელებს: “უცნობი” საბჭოთა წარსული და “უცნობი” საბჭოთა ისტორიები.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით, 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში, სალომე სტაჟირებას გადის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცივილიზაციათა და კულტურების კვლევის ცენტრში პროექტის “საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის პერსპექტივები აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ჩართულობით” ფარგლებში.

ნაშრომები:

2015 -  “მკვდარი დახმარება - კულტურის გავლენა პოლიტიკის შედეგებზე” (2015);  “რელიგია როგორც ქართული იდენტობის მარკერი 1860-1918 წლები”;

2015 - “სამოქალაქო ნაციონალიზმის ჩამოყალიბება - მმართველი ელიტის ნაციონალისტური პოლიტიკა და მასზე გავლენის მომხდენი ფაქტორები: 1990-2000-იანი წლების საქართველო” (2015).