საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის

ინიციატივა, რომელიც საარჩევნო რეფორმის განხორციელებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითვალისწინებს, პარლამენტში სახელისუფლებლო გუნდმა დაარეგისტრირა. ცვლილებები მოიცავს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასაც, თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აღნიშნული წესი არ გავრცელდება. საინტერესოა, რა გენდერული ასპექტები აქვს არსებულ საარჩევნო სისტემას? რა შედეგები შეიძლება მოიტანოს სისტემის ცვლილებამ ქალი პოლიტიკოსებისა და ამომრჩევლებისთვის?

ბიოლის ფონდში 23 სექტემბერს გამართული დებატები შემდეგ საკითხებს მოიცავდა: როგორია საარჩევნო კანონმდებლობის ანალიზი გენდერული პერსპექტივიდან? რა გენდერული პოლიტიკას ატარებენ პოლიტიკური პარტიები? როგორია ამომრჩევლის გენდერული პროფილი?

მომხსენებლები:

  • ნინო ლომჯარია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), აღმასრულებელი დირექტორი
  • ლევან ცუცქირიძე, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი (NIMD), წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში
  • თამარ ჟვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისია, თავმჯდომარე
  • ვახუშტი მენაბდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით

მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი.

Importance of electoral law reform for women's political participation - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube