ქალთახედვა - თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალზე (2015)

(დასრულებული პროექტი)

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით კინოხელოვნების ცენტრმა „პრომეთემ“ თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში სპეციალური, გენდერული სექცია მოამზადა. კინოჩვენებების გარდა, სექცია „ქალთახედვა/Womeneyes“ ითვალისწინებდა დისკუსიების მოწყობას ადგილობრივი და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეული მომხსენებლების მონაწილეობით.

კინოფესტივალის მთავარი თემა სწორედ ქალთა უფლებები იყო, ხოლო სექციის „ქალთახედვა/Womeneyes“ ფარგლებში ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული შვიდი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ჩვენება მოეწყო. პროექტის მიზანი იყო საერთაშორისო კინო-ნამუშევრების ჩვენების ფონზე ფართო საზოგადოებაში ღია მსჯელობის წახალისება და ცნობიერების ამაღლება ისეთ თემებზე, როგორებიცაა: გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობა, ქალთა პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული რეალიზაცია, ფემინიზმი, ქალთა კინო, ქალი ხელოვნებაში. პროექტი ასევე მიზნად ისახავდა ინფორმაციის გაცვლას და ქსელური კავშირების დამყარება-გაღრმავებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოქმედ ექსპერტებსა და კინოხელოვნების სფეროში ჩართულ ადამიანებს შორის.

ფილმების სია:

  1. ბარაში – მიჰალ ვინიკი, ისრაელი, 2015, 81 ;
  2. როდესაც თვალს ვახელ  - ლეილა ბუზიდი, ტუნისი/საფრანგეთი/ბელგია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები, 2015, 102’
  3. ძალიან საყვარელი – ნაბილ აიუჩი, საფრანგეთი/მაროკო, 2015, 108’
  4. ძაღლი – ესენ ისიკი, შვეიცარია/თურქეთი, 2015, 95’
  5. პოლინა – სანტიაგო მიტრე, არგენტინა/ბრაზილია/საფრანგეთი, 2015, 103’
  6. ვანია – კაროლინა ჰელსგარდი, გერმანია, 2015, 87’
  7. უსიმღერო ქვეყანა – აიათ ნაჯაფი, გერმანია/საფრანგეთი/ირანი, 2014, 90’
  8. სისხლისმიერი დები – მალინ ანდერსონი, შვედეთი/ირლანდია/დანია/ნორვეგია/ფინეთი/ საფრანგეთი, 2015, 80’
  9. ინდოეთის ქალიშვილი – ლეზლი უდვინი, დიდი ბრიტანეთი/ინდოეთი, 2015, 63’

სეანსების შემდეგ გაიმართა 3 კითხვა-პასუხის სესია:

  1. ვანია (კაროლინა ჰელსგარდი/რეჟისორი);
  2. სისხლისმიერი დები (მალინ ანდერსონი/რეჟისორი);
  3.  ინდოეთის ქალიშვილი (რიდჰი ჯა/პროდიუსერი).

ასევე, სექციის ფარგლებში მოეწყო 3 პანელ - დისკუსია  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მოწვეული გენდერის ექსპერტების, ქალთა ორგანიზაციების, გენდერულ საკითხებზე მომუშავე მკვლევარების და ქალი კინემატოგრაფისების მონაწილეობით:

  1. იდენტობის ფორმირება ოჯახში;
  1. გენდერული ძალადობა და ქალთა უფლებები კანონმდებლობაში;
  2. ქალები კინოში.