სუსანა გიულმირიანი

განათლება: ლინგვისტი (ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი); არტ კურატორი, ხელოვნებათმცოდნე - თანამედროვე ხელოვნების თეორიის, პრაქტიკისა და კურატორობის თავისუფალი სწავლება (მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი). 

თანამდებობა: ხელოვნებისა და კულტურის კვლევების ლაბორატორიის პრეზიდენტი, ხელოვანთა საერთაშორისო რეზიდენციის პროგრამის „არტ კომუნის“ არტ დირექტორი.

კვლევის ინტერესები: „განსხვავებულის“ ეპისტემოლოგიური და ფილოსოფიური საკითხები, ბიოპოლიტიკა, გენდერი და ფემინიზმი თანამედროვე ხელოვნების პრაქტიკაში. მონაწილეობითი ხელოვნებისა და „სოციალური გარდატეხის“ ცნება ფართო სახელოვნებო პრაქტიკაში სომხეთში და მის ფარგლებს გარეთ.  

ენები: სომხური, ინგლისური, რუსული.

ქალაქი: ერევანი

ემეილი:  info[at]acsl.am

ბიოგრაფია

სუსანა გიულმირიანი არტ კურატორი და კრიტიკოსია. ის მუშაობს როგორც სომხეთში, ასევე საერთაშორისო პროექტებზე. მან თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ორგანიზაცია „ხელოვნებისა და კულტურის კვლევების ლაბორატორია“, სადაც ის მოქმედი პრეზიდენტია. 2006 წლიდან ხელოვნებათმცოდნეთა საერთაშორისო ასოციაცია-სომხეთის წევრია.

სუსანა უკვე ათ წელზე მეტია კითხულობს კურსებს სომხეთის ღია უნივერსიტეტში, ხელოვნების დეპარტამენტში, კულტურისა და გენდერის მიმართულებით. ასევე, ის ასწავლის მაგისტრატურის სტუდენტებს გენდერის ფაკულტეტზე, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კულტუროლოგიის დეპარტამენტში.

სუსანა ასევე არის საერთაშორისო ბიენალეს პრიზის საბჭოს წევრი, ხელოვნებასა და პოლიტიკაში მიღწეული წარმატების ნომინაციაში, რომელიც Vera List Center for Art and Politics-მა დააწესა (ნიუ-იორკი).

მისი რჩეული პროექტების სია წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.