ფემინისტური ფოტოგრაფიის სახელოსნო (2015)

(დასრულებული პროექტი)

გენდერული თემატიკით დაინტერესებული ქალებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი „ფემინისტური ფოტოგრაფიის სახელოსნო“.  ღონისძიების მიზანი იყო მონაწილეებისთვის გაეცნო დოკუმენტური ფოტოგრაფიის  საბაზისო პრინციპები,  როგორც ამბის ვიზუალურად თხრობის ერთ-ერთი ეფექტური ხერხი. ფოტოგრაფიული უნარების გაძლიერების გარდა, მონაწილეებმა მოისმინეს სემინარი ფოტოგრაფიის შესახებ, გააანალიზეს ფოტოგრაფიაში ფემინისტური მიდგომებისა და ხედვის ისტორია და გაიცნეს ფემინისტი ფოტოგრაფების ნამუშევრები.

ადგილი: ოზურგეთი, ქუთაისი, გორი

დრო: ოქტომბერი-ნოემბერი 2015

ფოტორეპორტაჟის ტრენინგი ჩაატარა ანკა გუჯაბიძემ (ფოტოგრაფი, ფოტო სააგენტო ''Error Images'' დამფუძნებელი), ხოლო  შესავალი ლექცია ფოტოგრაფიის შესახებ წაიკითხა ხათუნა ხაბულიანმა (ხელოვნებათმცოდნე, სამხატვრო აკადემიისა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი).

ტრენინგ-სემინარის შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს ინდივიდუალური დავალება და მოამზადეს ფოტორეპორტაჟები ადგილობრივ გენდერულ საკითხზე.

მონაწილეების მიერ ფოტორეპორტაჟზე მუშაობის შემდეგ მოეწყო ერთდღიანი შეხვედრა, სადაც ტრენერებმა განიხილეს თითოეული ნამუშევარი და მონაწილეებს მისცეს რჩევები ფოტორეპორტაჟის გასაუმჯობესებლად.

მიღებული საბოლოო ნამუშევრების საფუძველზე მოეწყო კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული თითოეული ქალაქიდან. გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო მწერალთა სახლში, თბილისში, 2015 წლის დეკემბერში.

გამარჯვებული ნამუშევრები:

ფოტოპროექტი "ხანდაზმული ქალები გურიაში"

ლალი შენგელიას ფოტოპროექტი: შენ.მარტო.ცვლი.

ფემინისტური ფოტო კომენტარები - ქუთაისი/გორი/ოზურგეთი