ნატა იმედაიშვილი

განათლება:  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

თანამდებობა:  რადიო "თავისუფლება" კორესპოდენტი; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი.

სამუშაო თემები:  ადამიანის უფლებები, გენდერი, საზოგადოებრივ-სოციალური საკითხები.

ენები:  ქართული, რუსული

ქალაქი: ბათუმი

ელ.ფოსტა: natamedia(at)gmail.com

ბიოგრაფია:

2005 წლიდან რადიო "თავისუფლების" აჭარის რეგიონის სპეციალური კორესპოდენტია. წლების განმავლობაში მუშაობდა ლექტორად ბათუმის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობაზე. გავლილი აქვს მედია მენეჯმენტის კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. პარალელურად, ნატა იმედაიშვილი არის ბათუმის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს წევრი. ნატა ასევე არის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მოდერატორი ბათუმში, საჯარო დებატების პროექტის ფარგლებში.