ნათია გვიანიშვილი

განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი: იტალიური ენა და ლიტერატურა (2003-2007); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გენდერის კვლევების სამაგისტრო პროგრამა. (2010-2012).

თანამდებობა: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი - დირექტორი.

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: გენდერი, ფემინიზმი, ლგბტ საკითხები.

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, იტალიური, შვედური, ესპანური.

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: natia(at)women.ge; natiagvianishvili(at)gmail.com

ბიოგრაფია:

2009 წელს ნათია გვიანიშვილი წელს შეუერთდა „ქალთა ინიციატივების მხადამჭერ ჯგუფს“ როგორც მოხალისე და კონტრიბუტორი, 2010 წელს ის გახდა პირველი ლბტ საინიციატივო ჯგუფის „ელბიტიკა“ წევრი,  რომლის ფარგლებშიც მომზადდა არააკადემიური საინფორმაციო მასალა გენდერსა და სექსუალობაზე. 2011 წელს სხვა ფემინისტ აქტივისტებთან ერთად დაარსა „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“.

2011-2012 წლებში ნათია გვიანიშვილი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობაში“ კვლევის ასისტენტად, და 2013 წლის ჩათვლით იყო ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრი.

2013 წლის ზაფხულიდან ნათია გვიანიშვილი მუშაობს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში“ პროგრამის დირექტორად, ხოლო 2015 წლის დასაწყისში დაინიშნა ამავე ორგანიზაციის დირექტორად.

2012 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ნათია გვიანიშვილმა დაასრულა „ქართულ ლგბ თემში ინტერნალიზებული ჰომოფობიის კვლევა“.

2013 წელს ის გახდა ერთ-ერთი პირველი ტრენერი საქართველოდან „ინტეგრირებულ უსაფრთხოებაში“.თავისი საქმიანობის ფარგლებში, ნათია გვიანიშვილი მუშაობს კვლევებზე, ატარებს ლექციებს, დისკუსიებს და ტრენინგებს ლგბტ ადამიანების უფლებებსა და გენდერის თემაზე.

ნაშრომები:

2012 -საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის კვლევა - ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა; (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი)

2012 – 2013 ინტერნალიზებული ჰომოფობიის კვლევა ქართულ ლგბ თემში; (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით)

2013 – მასწავლებელთა ცოდნისა და დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის შესახებ (ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით და ტრენინგებისა და კვევის ჯგუფთან თანამშრომლობით)

2014 - ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში(ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი)