ბაია პატარაია

განათლება: იურისტი

თანამდებობა: ა.ი.პ. კავშირი “საფარის” დირექტორი

კვლევის ინტერესები: ანტიდისკრიმინაციული სამართალი; ქალთა უფლებები; უმცირესობათა სამართალი; ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები; სამოქალაქო საზოგადოების სამართალი.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: pataraiab(at)gmail.com

ბიოგრაფია:

ბაია პატარაია არის საერთაშორისო საჯარო სამართლის დოქტორანტი ნიუვიჟენ უნივერსიტეტში (2014 წლიდან). აქვს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (2006) და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2004). 2009-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე. 2008 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის: თსუ, თავისუფალი უნივერსიტეტი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი. 2012 წლიდან ჩართულია ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის აქტივიზმში; არის ქალთამოძრაობის წევრი. 2013 წლიდან ხელმძღვანელობს კავშირ “საფარს”.

ნაშრომები:

ნაშრომების სია წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.