ელენე ხოშტარია

განათლება: მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, წარჩინების დიპლომი რეგიონალურ კვლევებში

თანამდებობა: “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) თანადამფუძნებელი

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კონფლიქტი, უმციროსობათა საკითხები

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული

ქალაქი: თბილისი

ელ.ფოსტა: helen_khoshtaria[at]yahoo.com

ბიოგრაფია:

2002 წელს ელენე ხოსტარიამ სტაჟირება მოსკოვში, ჰელსინკი გრუპში გაიარა. ასევე, რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოში. 2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორად, შემდეგ კი ამავე სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად. 2004 წელს დაინიშნა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილედ. 2004-2006 წლებში მუშაობდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსად ევოპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ხოლო 2007 წლიდან ევროპულ და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ. 2012 წლიდან დღემდე, ელენე ხოშტარია მოღვაწეობს არასამთავრობო ორგანიზაციაში “საქართველოს რეფორმების ასოციაცია“(GRASS). ელენე ორგანიზაციის თანადამფუძნებელიცაა. ის ასევე მუშაობს აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტში ფაკულტეტის განვითარების,  ბიბლიოთეკისა და საგამომცემლო სახლის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ნაშრომები:

  1. 2014 - პოლისი ბრიფი „ახალი ეტაპი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში: ანტი-ანექსიური სტრატეგიის ჩამოყალიბების აუცილებლობა“;
  2. 2014 - პოლისი ბრიფი „საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებები და შედეგად შექმნილი გამოწვევები“
  3. 2013 - თანაავტორი (ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, პაატა გაფრინდაშვილი), პოლისი ბრიფი „რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას, რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის და რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე შესაძლო რეაგირების საშუალებების შესახებ“

2014 წლის სექტემბერში ელენე ხოშტარია იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსიის "ნატოსთან ინტეგრაციისა და ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები" ერთ-ერთი მომხსენებელი.