ანა მარგველაშვილი

განათლება:  იურისტი

პროფესია: სათემო განვითარების, მუნიციპალური კულტურის განვითარების დაგეგმვის, კულტურის რესურსების "მეფინგის" სპეციალისტი. უახლესი ისტორიის მკვლევარი.

თანამდებობა:  სათემო განვითარების ცენტრი (CDC)  – დირექტორი; საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია – დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები:    სათემო განვითარება, კულტურა, როგორც მუნიციპალური განვითარების რესურსი;  კულტურის ტურიზმი; საბჭოთა წარსული და მეხსიერების კულტურა.

ენები:  რუსული, გერმანული

ქალაქი: თბილისი და თელავი

ელ.ფოსტა: annamargvelashvili[at]gmail.com

ბიოგრაფია:  

1997 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი, 2003 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტის სპეციალობით და 2006 წელს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურა სამართლის მაგისტრის (LLM) ხარისხით. 2013 წლიდან არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, ხელოვნების მენეჯმენტის დოქტორანტი.

2005-2006 წწ. იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე; 2006-2010 წწ. მუშაობდა კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიურ სახლში - საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო განათლებისა და სათემო განვითარების პროგრამის კოორდინატორად. 2010 წლიდან არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დამფუძნებელი, გამგეობის წევრი და პროექტის ”წითელი ტერორის ტოპოგრაფია” კოორდინატორი.