ლექციების ციკლი "ვის ეშინია ფემინიზმის?" (2013-2014)

2013 წელს ფონდის ინიციატივით მომზადდა სალექციო კურსი ფემინიზმის შესახებ. ინტერდისციპლინარული ლექციები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ლექტორების  და ექსპერტების მიერ იქნა შემუშავებული. ლექციები გამოცემულია პუბლიკაციის სახით.

2013 წლის შემოდგომაზე ლექციები ტარდებოდა ქუთაისსა და ოზურგეთში, ხოლო 2014 წლის გაზაფხულზე პროექტი განახლდა თელავსა და გორში. პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეებს დაყვებოდა გადამღები ჯგუფი, რომელიც ლექციების მსვლელობას იწერდა. ამ მასალის საფუძველზე 2013 წლის ბოლოს მომზადდა დოკუმენტური ფილმი „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“

 

სალექციო კურსი თემები და ავტორები:

  1. ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ (ლელა გაფრინდაშვილი, ფილოსოფოსი)
  2. სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში? (დათო გაბუნია, გრამატურგი)
     
  3. გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში (თამთა თათარაშვილი, გენდერის სპეციალისტი)
  4. ქალი ქრისტიანობაში - ევა თუ მარიამი? (თამარ ცოფურაშვილი, ფილოსოფოსი)
  5. ვის ეშინია საბედისწერო ქალის? (თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე)
  6. ანტიფემინიზმი: უმეცრება, უპასუხისმგებლობა თუ ბძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის? (თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი)
  7. თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში (იდა ბახტურიძე, გენდერის სპეციალისტი)
  8. სექსიზმი ქართულ რეკლამებში (ეთუნა ნოღაიდელი, გენდერის სპეციალისტი)
  9. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში (თინათინ მეგრელიძე, თეოლოგი)