ნინო აბაშიძე-ორბელიანი

1838-1919 / პოეტი, მსახიობი

რთული და ტრაგიკული ყმაწვილქალობის შემდეგ, უკვე 1860-იანი წლებიდან ნინოს ლექსები ბევრგან იბეჭდებოდა: “ცისკარი”, “დროება”, “ივერია”, “კვალი”, “თეატრი”, “თეატრი და ცხოვრება”,  “სახალხო გაზეთი”, “ცნობის ფურცელი”, “ნაკადული”, “ჯეჯილი”.

1861 წელს გიორგი ერისთავის “გაყრაში” მაკრინეს როლი ითამაშა, მერე - “მზის დაბნელებაში”. ამგვარად მის ცხოვრებაში სცენა სამუდამოდ დამკვიდრდა.

1879 წლიდან ნინო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი და დამზოგავ-გამსესხებელ ამხანაგობის ხელმძღვანელია. პარალელურად თამაშობს სპექტაკლებში “დარია”, “ვეფხისტყაოსნის სურათები”, “მეფე ლირი”.

ხნიერ ასაკში მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა და უკიდურეს სიღარიბესა და მარტოობაში გარდაიცვალა 1919 წელს.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site