მარიამ დადიანი-ანჩაბაძე

1870-1959 / საზოგადო მოღვაწე

მე-19 საუკუნის ბოლოს მარიამი სოხუმში ცხოვრობდა მეუღლის, ტარას ანჩაბაძის ოჯახში და ქართული სკოლის, თეატრის მოწყობის საკითხზე მუშაობდა თანამოაზრეებთან ერთად.

მიუხედავად წინააღმდეგობისა, მარიამმა მოახერხა და დაუღალავი შრომით, სოხუმში, სამოქალაქო სასწავლებელში ქართული ენის სწავლება შემოაღებინა რუსებს 1900 წლიდან.

თბილისისა და ქუთაისის სათეატრო დასებთან გამუდმებული კავშირის წყალობით სოხუმში პერიოდულად იმართებოდა ქართული სპექტაკლები. პარალელურად მარიამი ხელმძღვანელობდა ქართული პერიოდიკის გავრცელებას და სამკითხველოების დაარსებას, რაც საბოლოოდ სოხუმში წერა-კითხვის გამავრცე­ლებელი საზოგადოების სოხუმის ფილიალის გახსნით დაგვირგვინდა. გამგეობის თავმჯდომარედ საზოგადოების წევრთა უმრავლესობამ მარიამ დადიანი აირჩია (1903).

მარიამის სოხუმურმა საგანმანათლებლო მოძრაობამ ბიძგი მისცა ოჩამჩირესა და გუდაუთაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალების ჩამოყალიბებას.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site