ელისაბედ /ლიზიკო/ ქავთარაძე

1905-1988 / მწერალი, დისიდენტი

დაიბადა ცნობილი სოციალ-ფედერალისტის და თბილისის არქივის გამგის,  ქაიხოსრო ქავთარაძის ოჯახში. 1922 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და გაწევრიანდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციაში,  რომელიც  უკვე იატაკქვეშეთში  იყო გადასული.

1928 წელს დააპატიმრეს სოხუმში ანტი-საბჭოთა საქმიანობის ბრალდებით. ჯერ მეტეხის ციხეში ჩასვეს, 1929 წელს კი რუსეთში, ტომსკის ოლქში გადაასახლეს. თბილისში 1936 წელს დაბრუნდა, მაგრამ 1940 წელს კვლავ დააპატიმრეს და იგი ამჟამად ყაზახეთში, ალჟირის (Акмолинский лагерь жён изменников Родины) ბანაკში გადაასახლეს. გადასახლებაში სულ 28 წელი გაატარა. მხოლოდ 1956 წელს დაბრუნდა სამშობლოში და რეაბილიტაცია მიიღო. 1987 წელს აირჩიეს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” გამგეობის წევრად. მან აღზარდა და დიდი გავლენა მოახდინა 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის არაერთ მნიშვნელოვან ფიგურაზე.

ავტორია თხზულებებისა: „არაცოდნითა ერთითა”, „ყბაახვეული ქალი”, „ნაადრევი ოცნება”, „რატომ ჩვენს დაუკითხავად”, „ბებოს ბარათი”, „უმისამართო ბარათი” და სხვ.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site