ალექსანდრა ჯაფარიძე

1895-1974 / მთამსვლელი

შესრულებული აქვს ასამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე. ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, სპორტის დამსახურებული ოსტატი. მის სახელს უკავშირდება ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენა. ალექსანდრამ კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო, პირველი ქალი იყო, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დაადგა ფეხი, მოიპოვა თითქმის ყველა ტიტული და ჯილდო, რაც მთამსვლელებისათვის იყო დაწესებული, იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, აღზარდა ალპინისტთა არაერთი თაობა.

ჟურნალისტთა ფედერაციის რეფერენდუმით დასახელებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.

სრული ბიოგრაფიის წაკითხვა

 

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site