Heinrich-Böll-Stiftung

სიახლე

ავტორი

პოდკასტი (4) ლიტერატურაზე: როგორც ვირჯინია ვულფი თავის ესეში „საკუთარი ოთახი“ წერს: „ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი, თუკი ის მხატვრული ლიტერატურის შექმნას აპირებს“.

ავტორი

პოდკასტი (3) მუსიკაზე: ასობით ვარდისფრად შეღებილი, მაქმანებით მორთული საძინებლებიდან დაწყებული ფემინისტური რევოლუცია, - ასეთი დახასიათება მოუძებნა 1992 წელს ერთმა პოპულარულმა ჟურნალმა 'ამბოხებული გოგონების' (Riot Grrrrlz) მოძრაობას.

ავტორი

პოდკასტი (2) მხატვრობაზე: ქალის სხეული და მხატვრობის ისტორია - ამ თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ რადიკალი ფემინისტი არტისტები, რომლებმაც შექმნეს პანკ-ჯგუფი 'პარტიზანი გოგოები' (Guerilla Girls).

ფემინისტური ბიბლიოთეკა

ავტორი

საინტერესოა, შრომის ბაზარზე ქალების შედინების ფონზე, თუ აისახა მათი ხედვა და სპეციფიური საჭიროებები სოციალურ პოლიტიკაზე? რატომ არის სხვაობა საპენსიო ასაკში და როგორ შეიძლება ამის ინტერპრეტაცია? რას მოუტანს კერძო საპენსიო ფონდების განვითარება დღევანდელდელ საქართველოში ქალებს?

ავტორი

როგორც 2012 წლის არჩევნების შედეგებმა აჩვენა, პარტიათა სიების საშუალოდ 23%-ს ქალები შეადგენდნენ. თუმცა, საბოლოოდ პარლამენტში მხოლოდ 10.7% ქალი აღმოჩნდა (ამჟამად ეს მაჩვენებელი 10%-ზე დაბალია). აღნიშნული შედეგები აჩვენებს, რომ მიღებული ზომები არაეფექტური იყო. 

ქალთა მუზეუმი

ავტორი

1905-1953 / მოქანდაკე, მხატვარი. ახალგაზრდა თამარმა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მალევე მიიქცია იაკობ ნიკოლაძის ყურადღება, რომელმაც თავის სახელოსნოში, ქანდაკების შესასწავლად წაიყვანა.

ავტორი

1838-1919 / პოეტი, მსახიობი. რთული და ტრაგიკული ყმაწვილქალობის შემდეგ, უკვე 1860-იანი წლებიდან ნინოს ლექსები ბევრგან იბეჭდებოდა.

ქალის ხმა

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი.

რადიო თავისუფლების გადაცემის, “თავისუფლების დილის” წამყვანი. კვლევის ინტერესები: ახალი მედია, ადამიანის უფლებები, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, ურბანული კულტურა და სუბკულტურები. 

ბლოგი

ავტორი

იქნებ დედის ინსტიტუციონალიზებული ხატი, ერთგვარი კონტროლის საშუალებაა ქალებზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად? იქნებ დედობა ყველა ქალის ინსტიქტი სულაც არ არის?   მეორე მხრივ, იქნებ დედობის ფაქტი და პროცესი იმაზე უფრო მეტი ძალაუფლების მიმცემია ქალებისათვის, ვიდრე ამას პატრიარქალური უფლება-მოვალეობები ითვალისწინებს? 

ავტორი

ქართულ ლიტერატურაში ქალ პერსონაჟებს უმეტესად სიმბოლური დატვირთვა აქვთ: დედას, მაცდურს, მუზას ან მსხვერპლს, ხშირად დაჩაგრულ საქართველოს განასახიერებენ. გამონაკლისია რევაზ ინანიშვილის შემოქმედება, სადაც მწერალი განსხვავებულ გოგო პერსონაჟებს წარმოგვიდგენს. 

ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია

მოგესალმებით ჰ. ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ახალ, ფემინისტურ ვებ-საიტზე! ეს პლატფორმა ექსკლუზიურად დაეთმობა გენდერულ დემოკრატიაზე მიმართულ პროექტებს.

გენდერული დემოკრატია ფონდის ერთ-ერთ საბაზისო პრინციპს წარმოადგენს. ეს ცნება გულისხმობს, რომ საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები, შესაძლებლობები და ხელმისაწვდომობა რესურსებთან. ჩვენს რეგიონში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ადამიანთა უფლებების, განსაკუთრებით კი უმცირესობების უფლებების რეალიზების საკითხი სამივე ქვეყანაში მწვავედ დგას.  შესაბამისად, ფონდი მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც გენდერულ დემოკრატიას უწყობენ ხელს. ფონდის გენდერული კომპონენტი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს,  დისკუსიებს, გენდერული კვლევებს და სხვა საჯარო საქმიანობას, რასაც რეგიონის დემოკრატიულ განვითარებაში შეაქვს წვლილი.

სიამოვნებით წარმოგიდგენთ მასალას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ჩვენი მუშაობის მანძილზე დავაგროვეთ და რომელიც მუდმივად განახლდება.

ბლოგი: ფემინისტი დედის დღიურები

ფემინისტური ტური თბილისში

50 ქალის ბრძოლა ცვლილებებისთვის: ამბავი, რომელიც გრძელდება

ფემინსტრიმი

ფილმი: ვის ეშინია ფემინიზმის?

ეშინიათ თუ არა ფემინიზმის საქართველოში? როგორია ფემინიზმის თეორია და პრაქტიკა? განსხვავდება თუ არა ფემინიზმი ქალაქში და სოფლად? ამ კითხვების ძიება ჩვენ დოკუმენტური ფილმის ფარგლებში ვცადეთ. ფილმი გადაღებულია 2013 წელს, როდესაც ფემინისტური ლექციების ციკლი ქუთაისსა და ოზურგეთში ტარდებოდა. რეჟისორი: ია ბარათელი.

ახალი პუბლიკაცია

საჯარო სივრცე გენდერულად მიკერძოებულია – ეს ფრაზა შეიძლება პროვოკაციულად ჟღერდეს, მაგრამ თუკი ვიკითხავთ, –  ვინ ჩანს ყველაზე მეტად საჯარო სივრცეში, ვის ინტერესებსა თუ კომფორტზეა ის მორგებული, პასუხების ძიებისას აღმოვაჩენთ, რომ საჯარო სივრცე დღემდე რჩება სათანადო რელიგიური აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელი და ახალგაზრდა მამაკაცების კუთვნილებად.